საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან სამი არასრულწლოვანია
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 728 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3219 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 515 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ის 4 ახალი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. მათგან სამი არასრულწლოვანია. ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერს მიეკუთვნებიან. ერთი კი ახალგაზრდა ქალია, რომელიც საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
- ოჯახები მანქანით ერთად გასვლას შეძლებენ – 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.