საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელმა 25,1%-ით მოიმატა.
2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1,198 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
● ჩინეთი (189.5 მლნ აშშ დოლარი) ● რუსეთი (146.1 მლნ აშშ დოლარი) ● თურქეთი (98.3 მლნ აშშ დოლარი)
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 264.1 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.9 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში წარმოებული 10 პროდუქტი, რომელსაც უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 261,1 მლნ დოლარი
ფეროშენადნობები – 111,4 მლნ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 66,7 მლნ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები – 41,7 მლნ დოლარი
აზოტოვანი სასუქები – 36,5 მლნ დოლარი
თხილი და სხვა კაკალი – 29,7 მლნ დოლარი
სპირტიანი სასმელები – 29,3 მლნ დოლარი
ტრიკოტაჟის ნაწარმი – 23,1 მლნ დოლარი
ოქრო – 18,7 მლნ დოლარი
ძვირფასი ლითონების ნარჩენები და ჯართი – 15,4 მლნ დოლარი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა,