საქართველოში covid-19-ის 8 ახალი შემთხვევაა. მათგან სამი მედპერსონალის წარმომადგენელია
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
9 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2902 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 686 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია.
როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კიდევ 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო უცნობია.
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოში გამოვლინდა, სადაც მანამდე კორონავირუსი გავრცელებული არ ყოფილა.
ინფიცირებულთაგან ერთი ადგილობრივია, ის საბაჟოზე მუშაობს. მეორე კი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და აქამდე კარანტინში იმყოფებოდა.
ბოლო დღეებში ახალი ფაქტები აღარ გამოვლენილა ბოლნისის ყველაზე სარისკო ზონებში – გეტასა და მუშევანში, ასევე ახლადშექმნილ საბურთალოს კლასტერში, რაც სავარაუდოდ, ჯაჭვის გაწყვეტაზე მიუთითებს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.