საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
Held a productive meeting w/ @NikolPashinyan today, in the framework of the Intergovernmental Commission on Econ Coop of 🇬🇪 & 🇦🇲
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 12, 2023
Discussed regional peace initiatives & other bilateral programs, along w/ prospects of expanding econ & trade relations. pic.twitter.com/HQ6NWhZzcw
“ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი,რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.”– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
● სამხრეთ კავკასიაში რუსეთს თურქეთი და აზერბაიჯანი ცვლის. სად ვართ ჩვენ? – პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი
● საქართველო-სომხეთი: ფერმენტირებული რძის ვნებები
● მოსაზრება: რატომ სჭირდებათ ერთმანეთი საქართველოს და სომხეთს
“დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ.” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და სომხეთმა ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა.