საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ნიდერლანდები არიან
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს. რომლის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ნიდერლანდები არიან.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $2 097.9 მილიონია, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია.
ანგარიშით მიხედვით ვიგებთ, რომ 2022 წელს ამ სამი ქვეყნიდან ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში 38%-ია.

კერძოდ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $538.0 მილიონი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია $366.5 მილიონით, ხოლო მესამეზე – წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა $197.2 მილიონით.

● საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს: ჩინეთთან მეგობრობის რისკები და შესაძლებლობები
● IDFI-ის კვლევა: როგორ გაიზარდა რუსეთთან ტრანზაქციები, ექსპორტი და მიგრაციული ტალღა
● აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას და ინფლაციის განახევრებას ვარაუდობს
რა არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) (Foreign direct investment – FDI) არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ბიზნესში, რომელსაც უცხოელი (არარეზიდენტი პირი) ახორციელებს. ინვესტიცია რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვალოს, არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი საქართველოში რეგისტრირებულ (რეზიდენტ) კომპანიაში) უნდა ფლობდეს საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს როგორც ახალი საწარმოს დაფუძნებას, ასევე მოქმედ საწარმოში წილის შეძენას, უძრავი ქონების ყიდვას, რეინვესტირებულ მოგებას, სესხის გაცემას, საქონლისა და მომსახურების მიწოდებას და ა.შ.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზრდის ქვეყანაში წარმოებას და დასაქმებას, შემოაქვს უცხოური ვალუტა, ცოდნა და ტექნოლოგიები.