საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვამ ბოლო 6 თვეში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 332.4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020-ის (283,4 მლნ დოლარი) და 2019 წლის (281,9 მლნ დოლარი) მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.
კონკრეტულად პანდემიურ წელთან შედარებით, პირველ ორ კვარტალში ბრუნვა 17.2 პროცენტით, ხოლო პანდემიამდელ წელთან შედარებით 17.9 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წელს სომხეთში ექსპორტი 101 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი 231.3 მლნ დოლარი.
რა გავყიდეთ სომხეთში იანვარ – ივნისში:
1. ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან ფქვილი და გრანულები – 5.4 მლნ დოლარი;
2. არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 4.6 მლნ დოლარი;
3. შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები – 3.9 მლნ დოლარი;
4. აზოტოვანი, ქიმიური სასუქები – 3.9 მლნ დოლარი;
5. მერქან-ბურბუშელის ფილები – 3.3 მლნ დოლარი;
6. ელექტროენერგია – 3.3 მლნ დოლარი;
7. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 3.2 მლნ დოლარი;
8. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – 3.2 მლნ დოლარი;
9. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები – 3.1 მლნ დოლარი;
10. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 2.4 მლნ დოლარი;
რა ვიყიდეთ სომხეთიდან იანვარ – ივნისში:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 198.7 მლნ დოლარი;
2. ნახშირბადის ფოლადის ნახევარფაბრიკატები – 7.5 მლნ დოლარი;
3. მინის ბოცები და ბოთლები – 6.5 მლნ დოლარი;
4. სიგარები და სიგარილები – 3.9 მლნ დოლარი;
5. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან – 969.9 ათასი დოლარი:
6. პლასტმასის სამშენებლო დეტალები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი – 943 ათასი დოლარი;
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 859.1 ათასი დოლარი;
8. არადენატურირებული ეთილის სპირტი – 778.9 ათასი დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 750 ათასი დოლარი;
10. ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან – 668.9 ათასი დოლარი.
__________________________________________________
● სომხეთი ევროკავშირისგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
____________________________________________________
29-30 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან. შეხვედრების მთავარი თემა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისება და განვითარება იყო.
„ცალ-ცალკე ჩვენ ვართ შედარებით მცირე ბაზრები, მაგრამ ერთობლიობაში რეგიონალურ ჭრილში ვხდებით გაცილებით უფრო მიმზიდველები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად.