რუსეთში უკრაინაში ფულის გადარიცხვა აკრძალეს
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოური საგადასახადო სისტემების მეშვეობით უკრაინაში ფულის გადარიცხვას კრძალავს.
„ეროვნული სგადასახადო სისტემის“ შესახებ კანონში შეტანილი შესწორება, რომელიც ფიზიკურ პირებს რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ფულის გადარიცხვის შესაძლებლობას უზღუდავს, მესამე მოსმენით მიიღეს.
აღინიშნება, რომ ეს ზომა კიევის მიერ ქვეყანაში რუსული საგადასახადო სისტემების საქმიანობის აკრძალვის პასუხად ტარდება.
დოკუმენტი ითვალისწინებს ზომების გატარებას ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე რუსული საგადასახადო სისტემების ან საგადასახადო ინფრასტრუქტურის მომსახურების ოპერატორების საქმიანობის შეზღუდვას გადაწყვეტს.
ეს ზომა ასეთი ქვეყნის მაცხოვრებლებს ფაქტობრივად მოუსპობს რუსეთიდან არასაბანკო გადარიცხვების შესაძლებლობას, მათ შორის – ელექტრონული ფულის გამოყენებითაც.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ აკრძალვის შემოღების მიზეზი სწორედ ასეთი სისტემების საქმიანობის შეზღუდვაა, ფულის გადაგზავნა ფაქტობრივად დაბლოკილია.
16 მარტს უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს ბრძანებით, ძალაში შევიდა რუსული კაპიტალის მქონე ბანკებთან დაკავშირებული სანქციების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, ერთწლიან სანქციებს ისეთი ბანკების მიმართ გამოიყენებენ, როგორიცაა:“სბერბანკი“ ,“ВiEc ბანკი“, „სააქციო კომერციული სამრეწველო-საინვესტიციო ბანკი“, „ВТБ ბანკი“, „БМ ბანკი“ – ამ ბანკების მიერ, მათთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ, კაპიტალის უკრაინის ფარგლებს გარეთ გატანის აღსაკვეთად.
უკრაინის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფერდერაციის ბანკები უკრაინელი „შვილებისგან“ კაპიტალის გატანას ვერ შეძლებენ.
მოგვიანებით უკრაინის ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსული სახელმწიფო კაპიტალის მქონე ყველა ბანკი გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.