რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტახოვი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტახოვი
რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტახოვი საქართველოში არ შემოუშვეს, ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან, TASS-თან ისაუბრა.
ასტახოვი ამბობს, რომ ის საქართველოში სომხეთის საზღვრიდან შემოდიოდა და აქედან თურქეთში გადასვლას აპირებდა ნოეს კიდობანთან დაკავშირებული ფილმის გადასაღებად. ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ხელს აწერინებდნენ ქართულ-ინგლისურ პროტოკოლზე.
პაველ ასტახოვი 2009-2016 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში.
ასტახოვს უარი საქართველოში შემოშვებაზე 25 აგვისტოს უთხრეს.
ყოფილი ომბუდსმენი უკრაინის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსანთა სიაშია – 2015 წელს კიევმა მას უკრაინაში შესვლა აუკრძალა და ანგარიშები დაუყადაღა.
“სპასის” გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რათა ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები. მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათით, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენაზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე საერთოდაც უარი გვითხრეს”. – თქვა რუსულ მედიასთან ასტახოვმა.
მან ქართველი მესაზღვრეების საქციელს “პროვოკაცია” და “თვითნებობა” უწოდა და განმარტა, რომ საზღვარზე “თარჯიმანიც” კი არ წარმოუდგინეს. მისი სიტყვებით, ახლა უკვე თურქეთში არიან, სხვა გზით შესულები.
● ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● “ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობას ეყოფა პრაგმატიზმი, აღიაროს ოსეთი და აფხაზეთი” – მედვედევის ინტერვიუ TASS-თან