რუსეთის საპატრიარქო მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას "თანაგრძნობით აკვირდება"
რუსეთის საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლაზე
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ “თანაგრძნობით აკვირდება” საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს სავარაუდო მოწამვლას. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განუცხადა.
“ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც მედიაში იყო. რა თქმა უნდა, ვღელავთ. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში”, – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
● საპატრიარქო გახშირებულ ძალადობაზე: პროვოკაცია ხშირად იგეგმება, რომ მედია კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ მოიმართოს
● უკრაინა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აძევებს – დეტალები და კონტექსტი
● ილია II-ის წერილი უკრაინაზე მსოფლიო პატრიარქს. რას ფიქრობენ თეოლოგები
5 ივლისს ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.
6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია. ჯაღმაიძის თქმით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.
მოსაყდრის მოწამვლის ცნობას საეჭვოდ დაემთხვა დამლაგებელი ქალის სიკვდილი, რომელიც მიტროპოლიტ შიოს კაბინეტს ალაგებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო.