რა გავლენას მოახდენს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე? მოსაზრება
საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესახებ
შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები საკუთარი სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას და იქნება თუ არა ეს სამომავლოდ საფუძველი აფხაზეთ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგებისთვის?
ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანია ამ კონტექსტში განმარტავს კანონპროექტს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომლის მიღებაც საქართველოს მთავრობას სურს.
ეს თემა ძალიან ახლოსაა აფხაზურ საზოგადოებასთან, ვინაიდან აფხაზეთის ხელისუფლებაც ცდილობს – საზოგადოების განწყობის საწინააღმდეგოდ – მიიღოს მსგავსი კანონი, რომელიც ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.
ახრა ბჟანია:
არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის იმ ვერსიით მიღებას, რომელსაც აპროტესტებენ საქართველოში და აფხაზეთში.
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, თითქმის თავისუფლად განმარტოს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობა როგორც “არასასურველი.”.
მეორეც, ის ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის შრომის, ნების გამოხატვისა და საჯარო ქმედების თავისუფლებას.
მესამე, აშკარა ავტორიტარული და იზოლაციონისტური ორიენტაციის გამო, ეს მნიშვნელოვნად ავიწროებს ამ კანონის მიმღები სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების დიაპაზონს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გეგმავთ თქვენი ქვეყნის განვითარებას მოქალაქეების აქტიურობისა და შემოქმედებითი პოტენციალის საფუძველზე, აკონტროლებთ ხელისუფლების მადას და ხართ ღია და მეგობრული მთელი სამყაროს მიმართ, მაშინ ამ გეგმებში შეიძლება ჩაერიოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ.
GEN Z პროტესტი. ვინ დგას “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების წინა ხაზზე. ვიდეო
თუმცა, “ჩვენს” შემთხვევაში არის ერთი ნიუანსიც: უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ძლიერი ფაქტორი გავხდეთ სამხრეთ კავკასიის ახალი რეალობის ფორმირებაში.
რეალობა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა უკანა პლანზე გადაიყვანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იდეას. და მერე ვინ იცის, რა კომპრომისები იქნება მიღწეული და ვინ იქნება ამ კომპრომისების საგანი. აფხაზეთი? არ არის გამორიცხული.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო