კომენტარი: "ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილია, ივანიშვილის სახით თამაშში მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს
“ქართული ოცნება” და ივანიშვილი
“სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გადაცემა “360 გრადუსში“ ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილია და ბიძინა ივანიშვილის სახით თამაშში მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერადაც პოლიტიკაში დროებით დაბრუნდა.
10 სექტემბერს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. სიაში ასევე არიან ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.
თინა ხიდაშელი: “მათ დაინახეს, წაიკითხეს კვლევებში, გაიგეს ქუჩიდან, განსაკუთრებით ამ გაზაფხულზე, რომ არათუ იმ მასშტაბის მხარდაჭერა არ აქვთ, რასაც ამბობენ, 60 პროცენტი რომ უნდა აიღონ, არამედ იმ მასშტაბის მხარდაჭერაც არ აქვთ, რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას.
მათ იციან, რომ ყველა კარტი გაჭრილია, აბსოლუტურად ყველა, ვისაც დღეს “ქართული ოცნება“ ჰქვია, არავის არ აქვს საკმარისი ნდობა, საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ სათავეში ჩაუდგეს საარჩევნოდ გუნდს, როგორც თავის დროზე კვირიკაშვილი და ბატონი გახარია იყო.
მათი აზრით და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გადასახედიდან, მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს თამაშში იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შეამცირონ ის სკეპტიციზმი, რაც “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით არსებობს.
მამუკა მდინარაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ თანამდებობაზე ყოფნას არ აპირებს ანუ მორიგ ჯერზე ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომლის ნამატიც უნდა მიიღონ ბიძინა ივანიშვილის სიაში ყოფნით და რომელსაც სრულიად ლეგიტიმურად აქვს კითხვა – “ის არის სიაში, მაგრამ დარჩება თუ არა?“ – სრულიად ცალსახაა, რომ არ დარჩება.
დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ პოლიტიკაში დაბრუნდა. საპატიო თავმჯდომარეობა არ არის ოფიციალურად პოლიტიკაში ყოფნა, არანაირ ოფიციალურ, ფორმალურ პასუხისმგებლობას არ ატარებს.
ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად ყოფნა არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია და ამას ადასტურებს ის გზა, რომელიც მან გაიარა პოლიტიკის შორიახლო ყოფნის
მას არ უნდა რომ მას ჰბრალდებოდეს მარცხები, მოსახლეობის სიბრაზე, მასზე ტყდებოდეს ჯოხი, ის გაურბის ამ ვითარებას, ამიტომ წავიდა ის და ამიტომ არ დარჩა ახლა.”