სპეცრაზმი და გაძევებული ოპოზიციის ლიდერი - პროტესტის მეორე დღე ბელარუსში
პროტესტის მეორე დღე ბელარუსში, 2020 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით, გამთენიის 5 საათისთვის დასრულდა.
11 აგვისტოს დილას ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიტვაში წავიდა.
აქციების ათობით ათას მონაწილეს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება ფალსიფიცირებულად მიაჩნიათ.
გაცხადებულია, რომ 11 აგვისტოს ღამეს, მინსკსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური პროტესტი გაგრძელდება.
ისმის საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდებები, მოთხოვნები ასეთია:
• გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბელარუსის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად აღიარება.
• ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
• ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
• ბელარუს: ვინარის “ევროპისუკანასკნელდიქტატორის” მთავარი მოწინააღმდეგე
• „ფაშისტები!“ – რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ბელარუსში
• რუსეთში კონსტიტუცია შეიცვალა – ახლა პუტინი სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში
რა მოხდა 11 აგვისტოს გამთენიისას?
ოფიციალურად გამოაცხადეს მინსკში, პროტესტის ერთი მონაწილის გარდაცვალების შესახებ. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, ის გარკვეული ასაფეთქებელი საშუალების სპეცრაზმის მიმართულებით სროლას ცდილობდა, მაგრამ ხელში აუფეთქდა.
მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, პროტესტის მონაწილეებმა ქალაქების სხვადასხვა ნაწილი დაიკავეს და მუდმივად გადაადგილდებოდნენ. ყველგან აგებდნენ ბარიკადებს, სპეცრაზმის მიმართულებით ფოიერვერკებს უშვებდნენ, ესროდნენ ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“.
ძალოვანების მიმართულებით გაშვებული ფოიერვერკი ბრესტში
ძალოვანები ყველგან ძალიან აქტიურად იყენებდნენ რეზინის ტყვიებს, ხმოვან ხელყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს. ამავდროულად, ისინი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ანგრევდნენ ბარიკადებს, მაგრამ მათ ახლიდან აგებდნენ.
ტელეგრამ-არხებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცრაზმი „სასწრაფოს“ მანქანებს იყენებდა, რათა შეუფერხებლად ევლო ქალაქში.
პროტესტის დროს, რამდენიმე ჟურნალისტმა – მათ შორის რუსებმა- კავშირზე გამოსვლა შეწყვიტეს. ერთ-ერთი მათგანი, პოპულარული გამოცემა „Наша Нива“-ს რედაქტორი, ეგორ მარტინოვიჩია. ის ღამით მას შემდეგ დაიკარგა, რაც კოლეგებს SOS სიგნალი გაუგზავნა.
„Наша Нива“-ს ცნობით, ძალოვანები ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ.
ბელარუსში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბელარუსის საელჩოსთან სხვა ქვეყნებში. მოსკოვში, დაახლოებით, სამასი ადამიანი შეიკრიბა, ერთ-ერთი მათგანი დააკავეს.
ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არის ინტერნეტი. თუმცა, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას საზღვარგარეთიდან თიშავენ.
პროგნოზები
პროტესტს ბელარუსისთვის სრულიად არნახული მასშტაბები აქვს. ბევრი წინასწარმეტყველებს „ვენესუელურ სცენარს“ – ორხელისუფლებიანობას.