ორი ახალი გარდაცვალება კორონავირუსით
გარდაცვლილების საერთო რაოდენობამ შვიდს მიაღწია
აზერბაიჯანში კორონავირუსი COVID-19-ით დაინფიცირებული კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში შვიდს მიაღწია.
ოფიციალური მონაცემებით, 5 აპრილისთვის ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 584 ადამიანს აღწევს.
32 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ორი ახალი გარდაცვალების შესახებ ცნობილია, რომ გარდაცვლილთაგან ერთი 89 წლის იყო, და მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა; მეორე 64 წლის იყო, და მასაც ასევე ჰქონდა დიაბეტი და გული აწუხებდა.