ნიგერიელი სტუდენტები რასიზმსა და მეგობრობაზე, რომელიც საქართველოში დახვდათ. ვიდეო
საქართველოში დაახლოებით ოთხი ათასამდე ნიგერიის მოქალაქე ცხოვრობს.
უმეტესობა სტუდენტია. საქართველოს შესახებ მათ მაშინ შეიტყვეს, როდესაც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავდნენ და ამისათვის შესაფერის ქვეყანას ეძებდნენ.
საქართველო ბევრი კუთხით საინტერესო აღმოჩნდა – ევროპული ყაიდის ქვეყანა, კარგი კლიმატით და სწავლასა და ცხოვრებაზე დაბალი ფასებით.
ნახეთ JAMnews-ის ვიდეო, სადაც ნიგერიელი სტუდენტები ჰყვებიან, რა უკვირთ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ საქართველოში ყველაზე მეტად.
_______________________________
* ვიდეო მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) “საქართველოში მიგრანტების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება COVID-19-ის დროს” პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) EMERGE პროექტის ქვეშ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.