მოსკოვში 10 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, დაკავებულია 800
მოსკოვში კორუფციის წინააღმდეგ გამართული შეუთანხმებელი აქციის შედეგად 800 ადამიანზე მეტია დაკავებული. პირობითი სლოგანით „მე – ვგრიალებ“ ქუჩებში მთლიანობაში 10 ათასი ადამიანი გამოვიდა. – იტყობინება რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“.
აქციის ორგანიზატორი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დილითვე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაში დარჩება სასამართლო პროცესამდე, რომელიც ხვალ გაიმართება.
კორუფციის საწინააღმდეგო აქციები რუსეთის ბევრ ქალაქში გაიმართა. პოლიციამ არასანქცირებული აქციის ათობით მონაწილე დააკავა ვლადივოსტოკში, იუჟნო-სახალინსკში, ხაბაროვსკში, ეკიტერინბურგსა და სხვა ქალაქებში.
![1](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/1-6.jpg)
![11](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/11.jpg)
![12](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/12.jpg)
![10](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/10-1.jpg)
![9](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/9-2.jpg)
![8](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/8-1.jpg)
![4](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/4-4.jpg)
![5](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/5-3.jpg)
![6](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/6-1.jpg)
![7](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/7-1.jpg)
![3](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/3.png)
![2](https://jam-news.net/app/uploads/2017/03/2-3.jpg)