კოვიდინფიცირებულთა 80% გამოჯანმრთელდა საქართველოში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი უცხოელია.
3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 640 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა საკარანტინე ზონაში გამოვლინდა და ის ე.წ. საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული.
ამ კლასტერში უკვე 24 ინფიცირებულია, ინფიცირებულის კონტაქტების რაოდენობამ კი 100-ს გადააჭარბა. მათგან 24 კარანტინში გადაიყვანეს.
- ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი – მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
3 დაინფიცირებული კი ტრაილერის მძღოლია. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.