"კოკა-კოლას თასი" წელს ვალენსიაში წავიდა. ფოტორეპორტაჟი
გაზიარება
გაზიარება
თბილისში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი “კოკა-კოლას თასი”, რომლის გამარჯვებული ესპანური “ვალენსია” გაახდა. ამ გუნდმა გაამართლა ტურნირის ფავორიტის სტატუსი და ფინალში დონეცკის “შახტარი” დაამარცხა.
“კოკა-კოლას თასი” ბავშვთა ფეხბურთის ტურნირია – 15 წლამდელთა შორის იმართება. ტურნირის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფეხბურთელ გოგონებსა და ვაჟებს, კოკა-კოლა საშუალებას აძლევს მათი სკოლის სახელით იასპარეზონ და მოიპოვონ თასის მფლობელის ტიტული.
წლევანდელ ტურნირი „ბენდელას“ სახელობის განახლებულ სტადიონზე გაიმართა და მასში ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.
მესამე ადგილზე “საბურთალოს” პირველი გუნდი გავიდა, რომელმაც ყაზახური “აქტაუ” 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა.
“კოკა-კოლას თასი”, მართალია ბავშვთა სპორტს და ფეხბურთს ეხმარება, მაგრამ საკმაოდ ხანდაზმული ტურნირია, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაში იმართება – ის პირველად 1994 წელს გაიმართა.
ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.
საქართველოში “კოკა-კოლას თასის” ისტორია 2006 წლიდან იწყება
ამ ხნის განმავლობაში ტურნირში ათი ათასობით ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
2019 წელს თასი აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლამ მოიგო. ამ ტურნირში მონაწილეობდა რამდენიმე წლის წინ ქართული ფეხბურთის ამჟამინდელი ვარსკვლავი – გიორგი ჩაკვეტაძე.
2015 წლიდან კი, ტურნირში უკვე ფეხბურთელი გოგონების გუნდებიც მონაწილეობენ.