კარტოფილის რთველი სამცხეში. ფოტო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში ოქტომბერში კარტოფილის მოსავალს იღებენ. ამ სოფელში დაახლოებით 75 კომლი ცხოვრობს – მოსავლის აღებაში დიდი და პატარა მონაწილეობს.

„საღამოობით ვსხდებით ხოლმე და ვასწავლი, ძალიან უყვარს ვეფხისტყაოსანი და მეც მინდა რომ იცოდეს“.

„დილიდან ვმუშაობთ. 3000 მეტრზე მაქვს დათესილი. წელს ნაკლები მოსავლიანობაა, ამინდებმაც არ შეგვიწყო ხელი, ჩემს ყანებში კარგი მოსავალი არაა. ვინც ახალი თესლი მოიტანა, შეიძლება იმას კარგი მოსავალი ჰქონდეს“, – ამბობს გულნაზი.
