“გირჩი” კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
„გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზეც.
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
“ასეთი შეზღუდვები არის არასწორი და არ არის შედეგის მომტანი. არანაირი კავშირი არ არსებობს ღამით გადაადგილების აკრძალვას და ვირუსის პრევენციას შორის,” – ამბობს “გირჩის” წევრი, ლევან ჯგერენაია.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კომენდანტის საათს არაკონსტიტუცურად ცნობს, გაუქმდება ყველა ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში დაინიშნება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.