საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის თქმით, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს. როგორც ელჩი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვიდან და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტას უკავშირდება.
ფიშერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში შეწყდება სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში.
“გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებიდან გამომდინარე გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განახლება შეაჩერა – მათ შორის სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში – ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანულ უნივერსიტეტებში – ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით – ამ დანაკარგის მნიშვნელობას გააცნობიერებენ.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება – ასევე, ეს ამ ეტაპზე არ ეხება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს.” – წერს პიტერ ფიშერი.
Current @BMBF_Bund funding for 🇬🇪 of almost EUR 1 million not yet affected. Also not yet affected our generous scholarship programs, e.g. by @DAAD_Germany. But 🇩🇪 is monitoring and reviewing all aspects of relationship with 🇬🇪 – with regret.