თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში: ყველა ეგზიტპოლის წინასწარი შედეგი. პარტიები
ქართული ტელეკომპანიები აქვეყნებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ეგზიტპოლების პირველ შედეგებს.
სამივე ეგზიტპოლის თანახმად,პროპორციულ არჩევნებში ლიდერობს მმართველი გუნდი “ქართული ოცნება”, მას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ტელეკომპანიამ – ოპოზიციურმა “მთავარმა არხმა”, ოპოზიციურმა “ფორმულამ” და სამთავრობო “იმედმა” მათი დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. სამივე შედეგის მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ ცდომილების პროცენტსაც, დიდი ალბათობით, თბილისის მერის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა.
პარტიული შედეგები კი, ასეთია:
Edison Research
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
● ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 46%;
● ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 33%
● საქართველოსთვის – 6%
● ევროპული საქართველო – 2%
● გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
● ლელო – 2%
● მესამე ძალა – 1%
IPSOS
Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 %,
„ლელო“ – 4 %,
ხალხისთვის – 2%,
გირჩი – 1,6%,
მოქალაქეები – 1,1%,
„ევროპული საქართველო“ – 1 %,
ლეიბორისტული პარტია – 1,0%,
პატრიოტთა ალიანსი – 0,9%,
მესამე ძალა – 0,8%
GORBI
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“- 27, 1%.
18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული რეიტინგები ასეთია:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 47,6%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27, 1%
„ევროპული საქართველო“ – 2,6%
“ზურაბ ჯაფარიძე გირჩი“– 2,8%
„ლელო საქართველოსთვის“ – 2, 8%
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” 1,3%
„საქართველოსთვის“- 6, 8%
„პატრიოტთა ალიანსი” – 1,6%
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1%
„ლეიბორისტული პარტია“- 1,8%
„იაგო ხვიჩია-გირჩი“ 0,9%
სხვა პარტიები ჯამში – 3,7%