დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი იქნება
დიდ ბრიტანეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, მოქმედ ელჩს – ჯასტინ მაკკენზი სმითს მარკ კლეიტონი შეცვლის.
🇬🇪 გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება! ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი ამ ზაფხულს შეცვლის. 🇬🇧…
Posted by British Embassy Tbilisi on ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2020
მარკ კლეიტონი საქართველოში მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება.
მარკ კლეიტონი 2018 წლიდან დღემდე მინისტრთა კაბინეტში მუშაობს. ის ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს კურირებს. 2018 წლამდე კლეიტონი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში.
ჯასტინ მაკკენზი სმითი, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა, საქმიანობას სხვა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.