კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 52 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ეს კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა.
აქამდე გარდაცვლილთაგან 2 აშშ-ში დაიღუპა, სამი კი – ესპანეთში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.