კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი, მე-19 ადამიანი გარდაიცვალა. covid-19-ით გარდაცვლილი ქალია, რომელსაც მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა და ოჯახის თხოვნით სახლში მკურნალობდნენ. მას კოვიდ-ინფიცირებული და უვლიდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი ქალის მკურნალობას ის მეთვალყურეობდა.
“პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მას უვლიდა მისი და – ისიც ასევე კოვიდ-ინფიცირებული. დაავადება ორივესთან მსუბუქად მიმდინარეობდა, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო”, – ამბობს ეზუგბაია.
კორონავირუსი დაუდასტურდა გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთ შვილს და მეუღლესაც. ისინი გარდაცვლილის დასთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
25 აგვისტოსთვის საქარითველოშ კორონავირუსის 1 428 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 150 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.