COVID-19-ით 188 ადამიანია დაავადებული საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი დაინფიცირდა.
6 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 36 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ს პნევმონია აქვს, 4 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ. ექიმების თქმით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.