covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
16 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 677 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 419 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონად კვლავ ბოლნისის მუნიციპალიტეტი რჩება.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
- ონლაინ-სწავლება – ჩავარდნა თუ გარღვევა? როგორ მოერგო ქართული სკოლა ახალ რეალობას
ბოლნისის მუნიციპალიტეტში covid-19-ის 139 შემთხვევაა გამოვლენილი, რის გამოც 18 მაისიდან 23 მაისამდე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინი ცხადდება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.