covid-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 კი გამოჯანმრთელდა.
19 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 741 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
covid-19-ის 2 ახალი შემთხვევიდან 1 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტია, მეორე პაციენტი კი საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა.
- თელავის ბაზარი და კორონავირუსი. VIDEO
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
- პლასტელინის ადამიანები კარანტინიდან გამოდიან
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.