სოხუმის სასამართლომ დედაქალაქის ცენტრში ცათამბჯენების მშენებლობა დაუშვა. რამდენიმე კვირაა, სოხუმის მერია უჩივის საკრებულოს და აპროტესტებს მის 2009 წლის ორ გადაწყვეტილებას, რომელიც ზღუდავს ქალაქის ცენტრში მაღალი შენობების მშენებლობას.
ამ გადაწყვეტილებების ირგვლივ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მახაჯირის სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობას აქტივისტები აპროტესტებდნენ. სარჩელის დახმარებით მერიამ არსებითად უკანონო სამშენებლო მოედნის „ლეგიტიმაცია“ სცადა და წარმატებასაც მიაღწია.
სასამართლო პროცესებზე ერთმანეთს მერიის ადვოკატი ასლან დოჩია და საკრებულოს წარმომადგენელი საიდ გეზერდავა დაუპირისპირდნენ, თუმცა ეს საკითხი დებატამდე არ მისულა – მოსამართლეებმა დავა მერიის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
ამით კატეგორიულად უკმაყოფილოები არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი ქალაქის“ აქტივისტები, რომლებმაც სანაპიროზე მშენებარე ცათამბჯენის გარშემო ხმაური პირველებმა ატეხეს.
„შემაშფოთებელი მდგომარეობა! ეს [განჩინების გამოტანა] მოხდა მოპასუხის დაუსწრებლად. ჯანმრთელობის მდგომარეობისა გამო სოხუმის საკრებულოს წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, რაც სასამართლოს წინასწარ ეცნობა. გადაწყვეტილება დებატების გარეშე მიიღეს! მოპასუხის არგუმენტების მოსმენის გარეშე. ეს მხარეთა კონკურენციის დარღვევა.“, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნეს აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში.
უახლოეს მომავალში გაიმართება საკრებულოს სხდომა, რომელზეც განიხილება, როგორ თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები. წაგებულ მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის 20 დღე აქვს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო