ბელარუსმა აზერბაიჯანს გადასცა ბლოგერი ლაპშინი, რომელსაც ბრალად ედება ყარაბაღში უკანონოდ ჩასვლა
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი მინსკიდან ბაქოში სპეციალური რეისით ჩაიყვენს. მანამდე, 7 თებერვალს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლაპშინის საჩივარი აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის გადაწყვეტილების თაობაზე.
2016 წელს ცნნობილი რუსი ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი, აზერბაიჯანის მოთხოვნით, ბელარუსში დააკავეს. ბაქოს ვერსიით, ლაპშინი, აზერბაიჯანული მხარისგან ოფიციალურად მიღებული ნებართვის გარეშე, 2011 წლის აპრილსა და 2012 ოქტომბერში უკანონოდ იმყოფებოდა ყარაბაღში, რითაც მან დაარღვია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ და „პასპორტების“ შესახებ კანონები. ცნობისთვის: 2016 წლის 6 აპრილს და 29 ივნისს ა. ლაპშინი თავის ბლოგში გამოთქვამდა მოწოდებას მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, ლაპშინი აზერბაიჯანის ბრალდების მხარისთვის გადაეცა. მინსკის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა გენპროკურატურის გადაწყვეტილება ლაპშინის გადაცემასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ თავის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ლაფშინის ბაქოში ექსტრადირება იმავე საღამოს მოხდა.
მანამდე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ლაპშინის აზერბაიჯანული ხელისუფლებისთვის გადაცემას.“ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ამათუიმ ქვეყანაში დაკავებული რუსეთის ფედრაციის მოქალაქეების ექსტადიცია მესამე ქვეყანაში მოხდეს“, – განაცხადა ლავროვმა.
აზერბაიჯანის გენპროკურატურის მძიმე დანაშაულებათა სამძებრო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა. ეს მუხლები ითვალისწინებს სასჯელს – 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
„ჩვენ ის აზერბაიჯანს უნდა გადავცეთ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ასე არ მოვიქცეთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 3 თებერვალს პრესკონფერენციაზე.
ლაპშინი რუსეთის, უკრაინის და ისრაელის მოქალაქეა და პოპულარული ბლოგის ავტორია „ცოცხალ ჟურნალში“ (livejournal), სადაც მან მთიანი ყარაბაღიდან რეპორტაჟი გამოაქვეყნა.