რა ხდებოდა ნოემბრის პირველ კვირას საქართველოს რეგიონებში. დაიჯესტი
ამბები რეგიონებიდან. კვირის დაიჯესტი
• “იოსებ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?!” – აქცია ქუთაისის მერიასთან
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსით სცადა მერიისთვის ეთქვა, რომ ქუთაისის ქუჩებში დასუფთავების პრობლემაა. ჯგუფის წევრებმა მერიასთან ნაგვის პარკები მიიტანეს. მათზე დანაგვიანებული ქუჩების სახელები ეწერა.
“იოსებ, შენ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?!”- ჰკითხეს აქტივისტებმა ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს.

ვცრლად:
kutaisipost.ge: “იოსებ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?!” – აქცია ქუთაისის მერიასთან
• ქარელში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ახლობლები სასწრაფო დახმარებას უჩივიან
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, 30 წლის ქალი ხილის კრეფის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ სასწრაფოს ქალი საავადმყოფოში დროულად რომ გადაეყვანა, მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.
გარდაცვლილს ოთხი შვილი დარჩა.
ვრცლად:
• კახეთში რეგიონული ფორუმი გაიმართა
კახეთში გაიმართა რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის”. ფორუმზე კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები შეიკრიბნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ვრცლად:
knews.ge: კახეთში რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართა
• გორში, ცხრა საბავშვო ბაღში, ბავშვებს გათბობა არ აქვთ
გორში ცხრა საბავშო ბაღს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ამიტომ, ბაღებში გათბობა არ არის. მიზეზად საქვაბე დანადგარების დემონტაჟი სახელდება. ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ ბაღში სამუშაოები არასწორად დაგეგმეს.
გორს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, რომ გაზის მიწოდება 15 ნოემბრიდან აღდგება.
ვრცლად:
mozaikanews.ge: გორის 9 ბაღს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება – მშობლების პროტესტი და სააგენტოს პასუხი
• ნინოწმინდაში, სოფელ ოროჯალარში სათამაშო მოედნის მოწყობა დაიწყო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში საბავშვო მოედნის მოწყობა გადაწყვიტეს. ამისთვის 12 ათას ლარს დახარჯავენ. სოფლის გამგებელი ამბობს, რომ ახალი მოედანი 20 ნოემბრისთვის უკვე მოწყობილი იქნება.

ვრცლად:
nor.ge: სოფელ ოროჯალარში სათამაშო მოედნის მოწყობა დაიწყო
• ვარძიაში გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე დასრულდაკრიტიკული უბნების გამაგრება–სტაბილიზაციის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით შპს „სი–თი–ბი“ ახორციელებდა.
ვრცლად:
Sknews.ge: ვარძიაში სამი კრიტიკული უბნის გამაგრება დასრულდა
ამბები რეგიონებიდან. კვირის დაიჯესტი