„ახლა შენ უკვე აგებ პასუხს მკვლელობაზე“ - როგორ მიულოცეს რუსეთში მოზარდებს 14 წლის შესრულება
რუსეთში სოციალურ ქსელებში წერენ იმაზე, თუ როგორ განაცვიფრათ უჩვეულო ვიდეომ, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა. კადრებში, ფორმიანი ქალი, ტორტით ხელში, ულოცავს რუსებს, რომლებსაც 14 წელი შეუსრულდათ. თუმცა მილოცვა, სულ მცირე, უცნაურად ჟღერს: „14 წლის გახდი? ამიერიდან თვითონ მოგიწევს პასუხისგება მკვლელობის გამო“.
„რა თქმა უნდა, თქვენ მშობლებს კვლავაც აკისრიათ პასუხისმგებლობა თქვენ გამო, მაგრამ ამ ასაკიდან დგება თქვენი პირადი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეულ მუხლებზე“, – განმარტავს ოფიცერი.
შემდეგ, ვიდეოში, რომელიც, როგორც ჩანს, მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, ხსნიან, რომ 14 წლის ასაკიდან შესაძლებელია მათი პასუხისგებაში მიცემა მკვლელობის, გაუპატიურების, ყაჩაღობის, გამოძალვის, ტერორიზმისა და მძევლების აყვანის გამო.
„ახლა, როცა უკვე გაიზარდეთ, უნდა იცოდეთ, რომ დაისჯებით სექსუალური ძალადობისთვის“, – განმარტავს მეორე ოფიცერი.
ამას დამატებული პატარა „სიცილაკი“ კადრის კუთხეში იტყობინება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის შესახებ, რომელიც თითოეულ ხსენებულ დანაშაულს ეხება.
ვიდეოს დასასრულს, საგამოძიებო კომიტეტი 14 წლის მოზარდებს შეახსენებს, რომ მათი სიცოცხლე – მათი პასუხისმგებლობაა და ბედნიერ დაბადების დღეს უსურვებს.
- ფარნები, სიყვარული და ნავალნი. მორიგი აქცია რუსეთში
- მამედოვი და ნავალნი: პირველმა მიაღწია სამართლიანობას, მოახერხებს მეორეც?
ვიდეო არა მარტო მოედო რუსულ სოციალურ ქსელებს, არამედ ცხარე დისკუსიებიც გამოიწვია. კომენტარები ასეთი იყო:
„ეს ხუმრობაა?“
„ეს-ესაა ვუყურე. ეს უნდა იქცეს ყველაზე უცნაურ ვიდეოდ, რაც კი ოდესმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გამოუშვია“.
ზოგიერთები ვიდეორგოლის მიმართ იუმორით განეწყვნენ და ვინი პუჰი გაიხსენეს. „ისროლე, გოჭო! – მე კი უკვე 14 წლისა ვარ!“ – ხუმრობენ მომხმარებლები.
სხვები ჰყვებოდნენ, როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ 14 წლის შვილებს, ძმებს ან დებს მილოცვაზე:
„ჩემმა ძმამ ვერ დააფასა :(“ – ამბობს მომხმარებელი, რომლის უმცროსმა ძმამ უბრალოდ თქვა: „წავიდნენ ერთი მაგათიც“.
ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გუნდმა სამარაში იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებს „დაბადების დღეს ციხეებში უფასო ექსკურსიით“ მაინც არ დაასაჩუქრებენ.
მიუხედავად ამისა, ვიდეოს დადებითი გამოხმაურებებიც მოჰყვა. მოსკოვის მოსახლეობის სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ნატალია ციმბალენკომ, რომელიც ვიდეოს შექმნაში მონაწილეობდა, თავისი „კოლეგები“ შეაქო „არატრივიალური მიდგომისათვის, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი შეიტყონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და ეს თავიანთ შვილებსაც ასწავლონ“.
ვიდეომ საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე ზუსტად ერთი დღე-ღამე გაძლო. შემდეგ კი იქიდან გაქრა.
„ახლა შენ აგებ პასუხს მკვლელობაზე“ რუსეთი”
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სკანდალური ვიდეორგოლი გადაიღო „14 წლის გახდი? ამიერიდან თვითონ მოგიწევს პასუხისგება მკვლელობის გამო“, სოციალურ ქსელებში აღშფოთებას გამოთქვამენ და მემებს ქმნიან