აფხაზეთში გაეროს თანამშრომელი ჯაშუშად ცნეს და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს
გაეროს თანამშრომლის ლუკასის გაძევება აფხაზეთიდან
რამდენიმე წლის განმავლობაში ტიფან ლუკასი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამას წარმოადგენდა აფხაზეთში, მაგრამ ახლა მას ბრალი დასდეს, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის ინფორმაციას აგროვებდა. შესაბამისად, ლუკასი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, მის დასაცავად კი საზოგადოება და ოპოზიცია გაერთიანდა.
ლუკასის ვენახი რუსული სამხედრო ბაზიდან არცთუ ისე შორს მდებარეობდა. ვენახი ამჟამად განადგურებულია.
აფხაზურმა სპეცრაზმმა „ჯაშუშური მუშაობის“ მტკიცებულებად ორი ფაქტი წარმოადგინა:
- გაეროს სტრუქტურაში გაწევრიანებამდე იყო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშე;
- საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის FAO-ს პროგრამის ფარგლებში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, რუსული სამხედრო ბაზის ერთ-ერთი ობიექტის მახლობლად, ხელმძღვანელობდა პროგრამას, რომელმაც ვენახი გააშენა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სახელმწიფო ტელევიზიით პირადად გამოაცხადა საფრანგეთის მოქალაქე ტიფან ლუკასი პერსონა ნონ გრატად. ამ დროისთვის ლუკასმა უკვე დატოვა აფხაზეთი.
ხელისუფლების ქმედებებს „ჯაშუშური საქმიანობის აღმოფხვრის“ შესახებ საზოგადოებაში მოწონება არ დაუმსახურებია.
”მინდა ვკითხო საგარეო საქმეთა მინისტრს: რა სახის დაზვერვის შეგროვება შეუძლია ამ ფრანგ ქალს პრიმორსკში?“ – იკითხა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ახრა ბჟანიამ.
ფრანგი ქალის გაძევების გადაწყვეტილებას ახრა ბჟანიამ სირცხვილი უწოდა, რადგან ტიფან ლუკასი აფხაზეთში მეღვინეობის მშვენიერ პროექტს ხელმძღვანელობდა. მან ასიათასობით ევრო მოიზიდა, დაეხმარა და რაც მთავარია, ენდობოდა აფხაზს ხალხს.
ეკოლოგმა და აქტივისტმა მიხაილ ქირიამ ტიფან ლუკასის უშუალო მონაწილეობით აფხაზეთში განხორციელებული პროექტების სია გამოაქვეყნა:
- პალმის მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავებისა და ამ მიზნით ინსექტიციდებისა და გამფრქვევი საშუალებების უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
- სახიფათო ინვაზიურ მწერებზე მონიტორინგის კვლევების ჩატარება 2019-2021 წლებში.
- 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის დროს შემოსეული მწერების და მავნებლების მიერ დიდწილად განადგურებული კოლხეთის ბზის ტყეების აღდგენის სანერგე მეურნეობის დაარსება.
- სასწავლო სემინარები ვაზთან დაკავშირებული სახეობების შესახებ.
- წაბლის დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობისთვის, ხალხის ცნობიერების ამაღლების მიზნით საზოგადოებრივი აქტივობები. მათ შორის მან ამ თემაზე გადაიღო ორი დოკუმენტური ფილმი და ასევე დაეხმარა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს თემატური გამოფენის გახსნაში.
- მიკოლოგიისა და ბიოჩვენების თანამედროვე ლაბორატორიის შექმნა, მათ შორის წაბლის დაავადებათა შესასწავლად.
- მოსკოვში სასწავლო სემინარების ორგანიზება ლაბორატორიის პერსონალის მომზადებისთვის.
- აფხაზეთის მეცნიერ მუშაკთა (ბოტანიკოსთა ინსტიტუტი და სხვ.) ვიზიტის ორგანიზება თურქეთში, თურქეთის წამყვან ინსტიტუტთან წაბლის დაავადების შესახებ გამოცდილების გაცვლის მიზნით.
- სასწავლო სემინარები შვეიცარიის ტყის ჯანმრთელობის ინსტიტუტთან.
- ენდემური ვაზის ჯიშების პროექტი, რომელიც არ შედგა.
„არ ვიცი, რა სახის დაზვერვის მიღება შეიძლება ასეთი პროექტებიდან.“ – წერს მიხეილ ქირია.