აფხაზეთში ვიტალი დარასელია გაიხსენეს
აფხაზეთში ყველაზე ცნობილი აფხაზი ფეხბურთელის, საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდისა და თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის დაბადების დღე აღნიშნეს.
დიდი ფეხბურთელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 9 ოქტომბერს დილიდან დაიწყო ოჩამჩირეში, სადაც დარასელია დაიბადა და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლისა და მწვრთნელის, ბონდო კაკუბავას დამსახურებით ფეხბურთის ანბანს ეზიარა.
სწორედ აქედან, ოჩამჩირიდან მოხვდა 17 წლის ვიტალი თბილისის „დინამოში“ და მაშინვე იმ ლეგენდარული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, რომელმაც მოგვიანებით სსრკ-ს ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
სწორედ დარასელიამ, მატჩის ფრედ დასრულებამდე სამი წუთით ადრე, დიდებული, სწრაფი დრიბლინგით გაუსწრო „კარლ ცაისის“ ორ მცველს და ბურთი გერმანელი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო.
ამ გოლმა თბილისის „დინამოს“ ნანტრი გამარჯვება მოაპოვებინა; 1981 წლის 13 მაისი საფეხბურთო სამყაროში სამუდამოდ დარჩა ასოცირებული ვიტალი დარასელიას სახელთან, რომლისთვისაც ეს დღე მთელი მისი კარიერის გვირგვინად იქცა.
კარიერის, რომელიც ასე სწრაფად შეწყდა.
წელიწადნახევარის შემდეგ, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტომობილი, რომლის საჭესთანაც დარასელია იჯდა, ხრამში გადავარდა – ფეხბურთელის სხეულის პოვნა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
დარასელიას დასაფლავებას მის მხარეში, ოჩამჩირეში 50 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
დღევანდელი თარიღისთვის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დარსელიას მემორიალა განაახლა – ფეხბურთელის დაბადების დღის დილას იქ მის ხსოვნის სამხსოვროდ აქცია ჩატარდა – შუადღეს კი სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე ფეხბურთელის ხსოვნას სოხუმის „დინამოს“ ვეტერანთა შორის გამართული მატჩი მიეძღვნა.
მოედანზე კაპიტანის სამკლაურით კიდევ ერთი ლეგენდარული აფხაზი ფეხბურთელი – ახრიკ ცვეიბა გამოვიდა. ამ თამაშში ოჩამჩირის „ერცახუს“ კაპიტანი დარასელიას ვაჟი – ვიტალი დარასელია უმცროსი იყო.
ვიტალი დარასელიას დედა და შვილები - ქრისტინა და ვიტალი
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო