კორონავირუსი. ჩინეთში ახალი აფეთქებაა, იზოლირებულია რამდენიმე ქალაქი
-
სტატისტიკა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები1131218 სულ ინფიცირებულები7023 5185 041 ახალი გარდაცვლილები0+1+3გარდაცვლილები124164გამოჯანმრთელებულები4562 1982 164 -
კიდევ ერთი გარდაცვლილი აზერბაიჯანში
ეპიდემიის დაწყებიდან 41 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 131 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 3 518 შეადგინა.
მათგან 2 198 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში, კარანტინი 31 მაისამდე გრძელდება, თუმცა, უკვე მოიხსნა შეზღუდვების დიდი ნაწილი.
ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში, მოიხსნა საკარანტინე აკრძალვა თითქმის ყველა სახის ბიზნესზე, მათ შორის, ამუშავდა საპარიკმახეროები, მუზეუმები, ღია პარკები.
გახსნილია ყველა კაფე და რესტორანი, მაგრამ მუშაობენ 8:00-დან 18:00 საათამდე.
მუშაობს ყველა მაღაზია, სავაჭრო ცენტრების გარდა.
ბაქოში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
კვლავინდებურად ჩაკეტილია შესასვლელ-გასასვლელები ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე.
ჩაკეტილია საზღვრები და შეჩერებულია ავიამიმოსვლა.
• აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე ტალღა დაიწყო
-
ჩინეთში COVID-19-ის ახალი აფეთქებაა, იზოლირებულია რამდენიმე ქალაქი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 108 მილიონი ადამიანი
Bloomberg-ის ინფორმაციით, ვირუსის ახალი კერა გაჩნდა გირინის პროვინციაში, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას ესაზღვრება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იქ გამოვლინდა კორონავირუსის რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა. იტყობინებიან, რომ ძირითადი წყარო – რუსეთიდან ჩასული ინფიცირებული ადამიანები არიან.
გირინში შემოიღეს უჰანის ანალოგიური ზომები, სადაც დაიწყო კორონავირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში. აკრძალულია შესვლა-გასვლა, დაკეტილია მაღაზიები, ბევრი ბიზნესი და სკოლები, ზოგიერთ საცხოვრებელ კომპლექსში შემოღებულია კარანტინი.
-
სომხეთში, კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, ინფექციის აფეთქება გრძელდება
კიდევ სამი გარდაცვლილი სომხეთში
ეპიდემიის დაწყებიდან 64 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 218 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 5 041 შეადგინა.
მათგან 2 164 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები სომხეთში სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა
13 ივნისამდე გრძელდება. მაგრამ უკვე მოიხსნა გადაადგილებაზე შეზღუდვა და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
18 მაისიდან მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. მას დეზინფექცია ჩაუტარდება ხოლმე. ტრანსპორტში, ყველა მგზავრმა ნიღაბი უნდა გაიკეთოს.
-
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 702 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 456 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი covid-19-ის ახალი შემთხვევა ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება.
• 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
-
„დაღესტანში, ძალიან მძიმე ვითარებაა, ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა“ - მსოფლიო ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მიმართვა
ხაბიბ ნორმაგომედოვი წარმოშობით დაღესტნელია. მამამისი მახაჩკალაში აგრძელებდა ცხოვრებას, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა. ის მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაშია მოთავსებული.
ვიდეომიმართვაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი აცხადებს:
„დაღესტანში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, სავალალო. საავადმყოფოები გადავსებულია. ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა, ძალიან ბევრი – გარდაიცვალა. ჩვენ, ექიმებს უნდა მოვუსმინოთ, მხოლოდ ასე შეიძლება ამ დაავადების დამარცხება. საავადმყოფოებში, აღჭურვილობა და მედიკამენტები არასაკმარისია. მხოლოდ თვითიზოლაციას შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა. ყველა ავადდება, ვირუსი არ არჩევს მდიდრებსა და ღარიბებს. პირადად ჩემი 20 ახლო ნათესავი იწვა რეანიმაციაში, ძალიან ბევრი ნაცნობი გარდაიცვალა. იფიქრეთ თქვენ მშობლებზე, ბებიებსა და ბაბუებზე“.
ხაბიბ ნურმაგომედოვი – შერეული საბრძოლო ხელოვნების მთავარი საერთაშორისო ჩემპიონატის, UFC-ის მოქმედი ჩემპიონია მსუბუქ წონაში და მეორე ადგილს იკავებს ამ ორგანიზაციის რეიტინგში მიუხედავად წონისა (Pound-for-Pound).
ოფიციალურად, დაღესტანში, კორონავირუსის 3 460 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 29 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ხელისუფლებამ დაადასტურდა, რომ ეპიდემიის დაწყებიდან, 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პნევმონიით და თითქმის 15 ათასი მოქალაქე ამ დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება.
-
სტატისტიკა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები6113351სულ ინფიცირებულები7013 3874 823ახალი გარდაცვლილები0+1+1გარდაცვლილები124061გამოჯანმრთელებულები4322 0552 019 -
კიდევ ერთი გარდაცვლილი აზერბაიჯანში
ეპიდემიის დაწყებიდან 40 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 113 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 3 387 შეადგინა.
მათგან 2 055 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში, კარანტინი 31 მაისამდე გრძელდება, თუმცა, უკვე მოიხსნა შეზღუდვების დიდი ნაწილი.
ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში, მოიხსნა საკარანტინე აკრძალვა თითქმის ყველა სახის ბიზნესზე, მათ შორის, ამუშავდა საპარიკმახეროები, მუზეუმები, ღია პარკები.
გახსნილია ყველა კაფე და რესტორანი, მაგრამ მუშაობენ 8:00-დან 18:00 საათამდე.
მუშაობს ყველა მაღაზია, სავაჭრო ცენტრების გარდა.
ბაქოში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
კვლავინდებურად ჩაკეტილია შესასვლელ-გასასვლელები ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე.
ჩაკეტილია საზღვრები და შეჩერებულია ავიამიმოსვლა.
აკრძალულია ყველა სახის მასობრივი ღონისძიება, ქორწილებისა და ქელეხების ჩათვლით.
დაკეტილია სპორტული დარბაზები, გასართობი ცენტრები, ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღები.
• არანაირი კორონავირუსი, კარანტინი, ნიღბები და სოციალური დისტანცია – ფოტო „ბაქოს დასახლებიდან“
-
დაავადების აფეთქება სომხეთში - 351 შემთხვევა ერთ დღეში
კიდევ ერთი გარდაცვლილი სომხეთში, ეპიდემიის დაწყებიდან 61 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 4 823 შეადგინა.
მათგან 2 019 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები სომხეთში სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა
13 ივნისამდე გრძელდება. მაგრამ უკვე მოიხსნა გადაადგილებაზე შეზღუდვა და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
18 მაისიდან მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. მას დეზინფექცია ჩაუტარდება ხოლმე. ტრანსპორტში, ყველა მგზავრმა ნიღაბი უნდა გაიკეთოს.
• სომხეთი – კიდევ რა ამუშავდება, რის გამო მოუწევთ ჯარიმის გადახდა და როდის გაიხსნება საზღვრები
-
covid-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 432 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში. მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
• ონლაინ-სწავლება – ჩავარდნა თუ გარღვევა? როგორ მოერგო ქართული სკოლა ახალ რეალობას
-
100-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას
116-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ავსტრალიის ინიციატივას, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება კორონავირუსის პანდემიის მიზეზებისა და შედეგების დასადგენად, რომელიც შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წარედგინება.
რეზოლუციას ხელი მოაწერეს:
ალბანეთი, ავსტრალია, ბანგლადეში, ბელარუსი, ბუტანი, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ჯიბუტი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, სალვადორი, გვატემალა, გაიანა, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, იორდანია, ყაზახეთში, მალაიზია, მალდივის კუნძულები, მექსიკა, მონაკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პარაგვაი, პერუ, ყატარი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, რუსეთი, სან-მარინო, საუდის არაბეთი, აფრიკის ჯგუფი და მისი წევრი სახელმწიფოები, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ტუნისი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.
რეზოლუციაში დაფიქსირებულია, რომ დამოუკიდებელი გამოძიების ერთ-ერთი ამოცანა იქნება გაარკვიოს, რამდენად სწორი და დროული იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედებები.
დოკუმენტში არაფერია ნათქვამი კორონავირუსის წარმოშობის ვერსიებზე.
ვარაუდობენ, რომ გამოძიების შედეგად ჩამოყალიბდება სამომავლო რეკომენდაციები – როგორ ავიცილოთ თავიდან პანდემია და როგორ უზრუნველვყოთ სწრაფი რეაგირება, თუკი რაიმე დაავადების აფეთქება მოხდება.
რეზოლუციაზე ხელის მომწერი ქვეყნები, კაცობრიობის გადარჩენისთვის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ჯერჯერობით, ამ ყველაფერს არ მოჰყოლია ჩინეთის რეაქცია, სადაც, 2019 წელის დეკემბერში, COVID-19-ის პანდემია დაიწყო. ექსპერტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ოფიციალური პეკინი გამოძიების წინააღმდეგი არ იქნება.
მსოფლიოში დაფიქსირდა 4 მილიონ 805 ათასი 229 ინფექციის შემთხვევა. გარდაიცვალა 316.732 ადამიანი.
• კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა