კორონავირუსი კავკასიაში: 25-27 აპრილი, 2020
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, დაღუპული, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები11 3362ინფიცირებულები4961,6781,826ახალი გარდაცვლილები0+1+1გარდაცვლილები62229გამოჯანმრთელებულები1491,162848 -
კიდევ ერთი გარდაცვლილი აზერბაიჯანში
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 33 ადამიანი დაინფიცირდა, ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 1 678 შეადგინა.
მათგან 1 162 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში, მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის გამო იყო დახურული.
ასევე, მოსწავლეების მომზადების უფლება მიეცათ რეპეტიტორებს.
ბაზრები ჯერ ისევ დაკეტილია.
შეზღუდვები შენარჩუნებულია ტრანსპორტზე – მუშაობს ავტობუსები, მაგრამ დაკეტილია მეტრო და აკრძალულია სამარშრუტო ტაქსები.
-
იტალიამ კვლავ მისცა მოქალაქეებს დაკრძალვის ცერემონიის „ღია ცის ქვეშ“ გამართვის ნებართვა, მაგრამ რელიგიური ლიდერები მოითხოვენ, რომ ეკლესიებში მესების ჩატარების უფლებაც მიეცეთ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ განაცხადა, რომ დაკრძალვის
ტრადიციულ ცერემონიაზე აკრძალვა 4 მაისს მოიხსნება – მაგრამ ნაწილობრივ:
შესაძლებელი იქნება მისი ჩატარება ღია ცის ქვეშ და მაქსიმუმ ოჯახის 15
წევრის მონაწილეობით.ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ
იტალიელი ეპისკოპოსები. ისინი ეკლესიების გახსნისა და „ხალხთან ერთად
მესების“ გამართვის შესაძლებლობას ითხოვენ.ხელისუფლება ასეთი უფლების მიცემას მათ „პირველივე
შესაძლებლობისთანავე“ ჰპირდება.იტალია მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ,
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. 27 აპრილის მონაცემებით,
ქვეყანაში დაინფიცირდა 197 675 ადამიანი, მათგან 26 644 – გარდაიცვალა.აი, ასე გაიმართა იტალიის ეკლესიებში საზეიმო, საკვირაო მესა აღდგომის
დღეს, 12 აპრილს. იტალიის ხელისუფლებისა და რომის პაპის
გადაწყვეტილებით, ეკლესიები დაკეტილია.მღვდელი დონ ჯანკარლო რუჯერი მარტოა თავის ეკლესიაში, პატარა
სამხრეთულ ქალაქ სან-ჯორჯო იონიკოში. მისი მრევლის თითოეული წევრი
შეცვლილია ამობეჭდილი ფოტოსურათით, რომლებიც სკამებზეა მიკრული.ფოტო Reuters/ალესანდრო გაროფალო
-
ჩრდილოეთ ოსეთში ვირუსის აფეთქებაა - 148 შემთხვევა 24 საათში
ჩრდილოეთ ოსეთში, კორონავირუსის აფეთქებაა – 24 საათში, 148 შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ დაინფიცირდა – 549 ადამიანი.
ეპიდემიის დაწყებიდან, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი, ორი გარდაიცვალა.
ჩრდილოეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, დაკავშირებული იყო ვლადიკავკაზში, 20 აპრილს გამართულ მიტინგთან, რომელშიც თითქმის 2 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ეს ძირითადად იმ ადამიანების ბუნტი იყო, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. ისინი იზოლაციის გაუქმებას, ბიზსნესებისა და სკოლების გახსნასა და ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის, ბიტაროვის გადადგომას ითხოვდნენ.
-
რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირების 87 147 შემთხვევაა დადასტურებული, ჩინეთში – 83 912.
მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში, ექვსი ათასი ადამიანი დაინფიცირდა.
29 აპრილიდან, იაპონია ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ყველას, ვინც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში რუსეთში, უკრაინაში ან ბელარუსში იმყოფებოდა.
ფოტო Reuters
-
კიდევ ერთი გარდაცვლილი სომხეთში
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 62 ადამიანი დაინფიცირდა, ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 1 826 შეადგინა.
მათგან 848 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
სომხეთში, 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ადამიანების გადაადგილებაზე.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, არ მუშაობს მეტრო.
თუმცა, უკვე დაიწყო შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება და ზოგიერთმა საწარმომ მუშაობა განაახლა.
-
შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში, მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის გამო იყო დახურული.
ასევე, მოსწავლეების მომზადების უფლება მიეცათ რეპეტიტორებს.
ბაზრები ჯერ ისევ დაკეტილია.
შეზღუდვები შენარჩუნებულია ტრანსპორტზე – მუშაობს ავტობუსები, მაგრამ დაკეტილია მეტრო და აკრძალულია სამარშრუტო ტაქსები.
შენარჩუნებულია შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზეც – ქუჩაში გასასვლელად, მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან SMS-ნებართვა უნდა მიიღონ. მაგრამ თუკი ამ დრომდე, ნებართვა დღეში ერთხელ, ორი საათით გაიცემოდა, ახლა კვლავინდებურად დღეში ერთხელ შეეძლებათ ადამიანებს ქუჩაში გასვლა, მაგრამ უკვე სამი საათით.
საკარანტინო რეჟიმი 4 მაისს სრულდება.
• მოსაზრება: აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება კორონავირუსზე” – რა არ არის წესრიგში?
-
საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა
დღეიდან, 27 აპრილიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა.
27 აპრილიდან ნებადართულია:
● მსუბუქი მანქანებით გადაადგილება.
● ტაქსის მუშაობა.
● ონლაინვაჭრობა
● მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.
● ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
შეზღუდვების მოხსნით ისარგებლებენ ის კომპანიები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს იცავენ და საქმიანობის ნებართვა აქვთ.
შეზღუდვები მოიხსნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ არა იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული.
-
11 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ 496 შემთხვევაა
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 149 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.
კორონავირუსის გავრცელების მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო კარანატინი გამოცხადდა თეთრიწყაროში.
-
დაღესტანში, პნევმონიით, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს სტატისტიკა COVID-19-ის მაჩვენებლებში არ შედის
ამის შესახებ საუბარია, დაღესტნელი ექიმის, დანიალ ალხასოვის მიერ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისი ციტირება თავის ტელეგრამ-არხზე, წამყვანმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოახდინა.
„განყოფილება მუშაობს მხოლოდ პნევმონიაზე… 4 დღის განმავლობაში, სანამ მე ვმუშაობდი, მხოლოდ დაღესტნის პატარა ქალაქის ერთ საავადმყოფოში, 12 ადამიანი გარდაიცვალა. და ნათელია, რომ ყველა კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, თუკი გავითვალისწინებთ ეპიდემიას, როგორ ვითარდება პნევმონია, როგორ კლავს ადამიანს და ა.შ.
მაგრამ თუკი ოფიციალურ სტატისტიკას შევხედავთ (стопкоронавирус.рф) – დაღესტანში კორონავირუსის ინფექციით, ეპიდემიის დაწყებიდან, სულ რაღაც 11 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სტატისტიკაც დაახლოებით იგივეა და დაღუპულთა რიცხვი – გაცილებით მაღალია, ვიდრე იმავე worldmetrs.info-სა და სხვა წყაროებზე შეიძლება ნახოთ“.
პოპულარული ტელეგრამ-ბლოგერი, სახელით „რასულთან“, დაახლოებით, ასეთ სტატისტიკას აქვეყნებს:
27 აპრილისთვის, დაღესტანში დარეგისტრირებულია:
COVID-19-ის – 827 შემთხვევა, პნევმონიის – 1 649.
COVID-19-ით გარდაიცვალა 11 ადამიანი, პნევმონიით – 51.
-
თეთრიწყაროში მცხოვრებ 21 ადამიანს covid-19 დაუდასტურდა
თეთრიწყაროში მცხოვრებ 21 ადამიანს covid-19 დაუდასტურდა.
21 ადამიანიდან 19 თეთრიწყაროს საავადმყოფოს მედპერსონალის წარმომადგენელიათეთრიწყაროში მცხოვრებ 21 ადამიანს covid-19 დაუდასტურდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მაღალი რისკის გამო თეთრიწყარო ჩაიკეტა.
“ჯანდაცვის სამინისტროს არაკოორდინირებულობის შედეგია, რომ მედპერსონალი არაა დაცული: არ აქვთ სათანადო ეკიპირება, რეგულარული ტესტირება, არ უტარდებათ მუდმივი ტრენინგი.
ამის გამო, მედპერსონალი თავად იქცა ვირუსის გავრცელების წყაროდ, რადგან ინფიცირებული მედიკოსები სასწრაფოზე და/ან ოჯახის ექიმებად მუშაობენ და ბევრ ადამიანთან ჰქონდათ შეხება,” – აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
• ბრძოლა COVID-19-თან საქართველოში: “სიბნელეში ხელის ცეცებით”. საუბარი ზურაბ ჭიაბერაშვილთან
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, დაღუპული, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები292869ინფიცირებულები4851,6451,746ახალი გარდაცვლილები+100გარდაცვლილები62128გამოჯანმრთელებულები1391,139833 -
28 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში, სულ - 1 645
ეპიდემიის დაწყებიდან 21 ადამიანი გარდაიცვალა გამოჯანმრთელდა უკვე 1,139 პაციენტი.
27 აპრილიდან, აზერბაიჯანში, თითქმის ყველა მაღაზია გაიხსნება, რომლებიც ახლა საკარანტინო რეჟიმის გამო არის დაკეტილი, გარდა სავაჭრო ცენტრებში განთავსებულებისა. ასევე, მუშაობის უფლება ექნებათ რეპეტიტორებს.
ეს საკარანტინო რეჟიმიდან გამოსვლის პირველი ეტაპია. ის 4 მაისს სრულდება.
აზერბაიჯანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ჰანდე ჰარმანჯის აზრით, ზრდის ტემპები და ინფიცირებულთა რაოდენობის შემდგომი შემცირება, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ პიკი უკვე უკან დარჩა.
• მოსაზრება: აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება კორონავირუსზე” – რა არ არის წესრიგში?
-
69 ახალი შემთხვევა სომხეთში. შირაკის პროვინციის სოფლებში კარანტინი გააგრძელეს
სომხეთში, ეპიდემიის დაწყებიდან 1 746 ადამიანი დაინფიცირდა.
28 პაციენტი გარდაიცვალა, 833 კი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
სულ ჩატარდა 17 931 ტესტი, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში – 790.
კიდევ 5 დღით, 30 აპრილამდე გაგრძელდა საკარანტინო რეჟიმი შირაკის პროვინციის სოფლებში – მარალიკსა და ძორაკაპში, ასევე, ქალაქ ვარდენისში, სადაც ვირუსის შიდა აფეთქების საფრთხე არსებობს.
სომხეთში, 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ადამიანების გადაადგილებაზე.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, არ მუშაობს მეტრო.
თუმცა, უკვე დაიწყო შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება და ზოგიერთმა საწარმომ მუშაობა განაახლა.
-
აფხაზეთში, კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა
ქალს COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ კიდევ 11 აპრილს დაუსვეს, თუმცა, ის ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა და მხოლოდ 20 აპრილს, მას შემდეგ დათანხმდა, რაც საგრძნობლად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აფხაზეთში, 26 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
• აფხაზეთში გააგრძელეს, მაგრამ შეამსუბუქეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, დაღუპული, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები292581ინფიცირებულები4851,6171,677ახალი გარდაცვლილები+100გარდაცვლილები62128გამოჯანმრთელებულები1391,080803 -
მე-6 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში, 29 ახალი შემთხვევა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა საქართველოში.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 139 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში.
-
დაავადებულთა რიცხვის ზრდა ჩრდილოეთ ოსეთში. ვლადიკავკაზი სამხრეთ ოსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატების გადაცემას სთხოვს
ერთი დღის განმავლობაში, ჩრდილოეთ ოსეთში, COVID-19-ით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 401-ს მიაღწია, სამი ადამიანი დაიღუპა.
აქტივისტები და ექიმები ამბობენ, რომ რეალური რიცხვები, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.
რესპუბლიკის მეთაურმა, ვიაჩესლავ ბიტაროვმა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელს, ანატოლი ბიბილოვს დაურეკა და ვლადიკავკაზისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატების გადაცემა სთხოვა.
• როგორ ცხოვრობს ცხინვალი კორონავირუსის პანდემიის დროს. ვიდეო
სამხრეთ ოსეთში, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – ჩაკეტილია ყველა შესასვლელი, შეზღუდვები აქვს დაწესებული ბიზნესს.
• კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: ინფიცირებულია ყველა რეგიონი
ვლადიკავკაზი, ფოტო Yandex
-
11 ქვეყანაში, 50 ათასზე მეტი ინფიცირებულია, ხუთ ქვეყანაში - 20 ათასზე მეტი გარდაცვლილი
მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.
ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს მიუახლოვდა.
ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა – აშშ. აქ, თითქმის მილიონი ინფიცირებული და 55 ათასამდე გარდაცვლილია.
შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილზე ესპანეთია – 223 759, მას იტალია მოსდევს – 195 351.
ინფიცირების სტატისტიკა
WorldTottal cases 2,921,513USA960,896Spain223,759Italy195,351France161,488Germany156,513UK148,377Turkey107,773Iran89,328China82,827Russia74,588Brasil59,324გარდაცვალების სტატისტიკა
WorldTotal deaths 203,299USA54,265Italy26,384Spain22,902France22,614UK20,319 -
სტატისტიკა: ავადმყოფი, მკვდარი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 25 25 81 ინფიცირებულები 456 1,617 1,677 ახალი გარდაცვლილები 0 0 +1 გარდაცვლილები 5 21 28 გამოჯანმრთელებულები 131 1,080 803 -
25 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში, სულ - 1 617
ეპიდემიის დაწყებიდან 21 ადამიანი გარდაიცვალა გამოჯანმრთელდა უკვე 1,080 პაციენტი.
27 აპრილიდან, აზერბაიჯანში, თითქმის ყველა მაღაზია გაიხსნება, რომლებიც ახლა საკარანტინო რეჟიმის გამო არის დაკეტილი, გარდა სავაჭრო ცენტრებში განთავსებულებისა. ასევე, მუშაობის უფლება ექნებათ რეპეტიტორებს.
ეს საკარანტინო რეჟიმიდან გამოსვლის პირველი ეტაპია. ის 4 მაისს სრულდება.
აზერბაიჯანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ჰანდე ჰარმანჯის აზრით, ზრდის ტემპები და ინფიცირებულთა რაოდენობის შემდგომი შემცირება, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ პიკი უკვე უკან დარჩა.
• მოსაზრება: აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება კორონავირუსზე” – რა არ არის წესრიგში?
-
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მეოთხედზე მეტი აშშ-ზე მოდის
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ტრაგიკულ მაჩვენებელს, გარდაცვალების პირველი დადასტურებული შემთხვევიდან სამ თვეზე ნაკლებში მიაღწია.
დაიღუპა უკვე 52 ათასზე მეტი ამერიკელი და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება არა მარტო გარდაცვალების ახალი შემთხვევების გამო, ასევე, სხვა დაღუპულთათვის ჩატარებული ანალიზების შედეგად, რომლებსაც თავდაპირველად კორონავირუსს არ უკავშირებდნენ.
აშშ-ში, უკვე 926 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
25 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 199 486 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა – 2 863 074.
ლიდია ჰასებურკი – დამწყები ბალერინაა და ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს, რომელიც მსოფლიოში, პანდემიის ეპიცენტრად იქცა. დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ნიუ იორკზე მოდის. ლიდია უკვე ორი თვეა ბალეტს სახლში მეცადინეობს, პედაგოგი გაკვეთილებს დისტანციურად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით უტარებს.
REUTERS / Caitlin Ochs
-
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჩაიკეტა
covid-19-ის 19 ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვანათში, ხატისოფელსა და მუშევანში კარანტინი გამოცხადდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსით 80 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 4 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.
-
ინგუშეთში, ხელისუფლება მოსახლეობას კორონავირუსზე შემოწმებასა და სახლში დარჩენას სთხოვს
ინგუშეთში, კორონავირუსით ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვთ. 25 აპრილის მონაცემებით, დაინფიცირდა 474 ადამიანი, 13 მათგანი – გარდაიცვალა. დაღუპულთა შორისაა ინგუშეთის მთავარი მუფთი, აბდურახმან მარტაზანოვი.
• კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: ინფიცირებულია ყველა რეგიონი
მაგრამ პრებლემები არ იცვლება – ადამიანების დიდი ნაწილს პანდემიის არ სჯერა და არ იცავენ თვითიზოლაციას, არ იყენებენ ნიღბებს. ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა დაკრძალვის ვიდეო, რომელსაც, რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება.
ხალხს, ერთი დღის განმავლობაში, ორმა ლიდერმა მიმართა.
თემების საბჭოს თავმჯდომარემ, მალსაგ უჟახოვმა მოქალაქეებს ურჩია, რომ ექიმებს დაუჯერონ.
ინგუშეთის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა ჩაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიხაილ კორობკინმა, რომელმაც ემოციურად სთხოვა მოქალაქეებს სახლში დარჩენა.
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 25 44 81 ინფიცირებულები 456 1,592 1,677 ახალი გარდაცვლილები 0 0 +1 გარდაცვლილები 5 21 28 გამოჯანმრთელებულები 132 1,013 803 -
კიდევ ერთი გარდაცვლილი სომხეთში. დაღუპულთა უმრავლესობა - 70 წელზე მეტის იყო
საერთო ჯამში, სომხეთში, ეპიდემიის დაწყებიდან 28 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა ასაკი – 55-დან 93 წლამდე.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 81 ადამიანი დაინფიცირდა, ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 1 677 შეადგინა.
მათგან 803 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
გასულ 24 საათში, 790 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.
სომხეთში, 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ადამიანების გადაადგილებაზე.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, არ მუშაობს მეტრო.
თუმცა, უკვე დაიწყო შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება და ზოგიერთმა საწარმომ მუშაობა განაახლა.
-
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 25 შემთხვევით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 132 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი.
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა