აქვს თუ არა სომხეთის ახალ ხელისუფლებას აზერბაიჯანთან მშვიდობის პერსპექტივა
ტექსტის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე International Crisis Group
ახლა, როდესაც ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა გუნდმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს – სხვა საკითხებთან ერთად, მათ მოუწევთ მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემაზე – მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირებაზე.
2018 წლის 9 დეკემბერს, სომხეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანის საზღვარსა და ყარაბაღში გამყოფ ხაზთან მშვიდობის ფონზე წარიმართა.
ს
ოფელი ბერკაბერი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. სონიას სახლის ერთ-ერთი ფანჯარა აგურებითაა ამოქოლილი, მეორეს კი ტყვიის კვალი ამჩნევია. სახურავს რამდენჯერმე მოხვდა ჭურვები, ჭერს წვიმის კვალი ეტყობა.
• აზერბაიჯანის პიროსისეული გამარჯვება
• როგორ ცხოვრობენ სომხურ სოფელში, რომელიც ადრე აზერბაიჯანული იყო
• რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?
თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ზამთარს 57 წლის სონია მატანიანმა გადაწყვიტა, რომ სოფლიდან არ წასულიყო.
ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვართან განლაგებულ ამ სომხურ სოფელში, ვითარებამ გაუმჯობესება დაიწყო. უკვე თითქმის ორი თვეა, ტავუშის რეგიონში სროლები არ ყოფილა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ყინვების დაწყებასთან ერთად, აქ ყოველთვის მწვავდებოდა სიტუაცია და ადამიანები საზღვრიდან მოშორებით, ნათესავებთან წასვლას არჩევდნენ. ანდაც, გამოზამთრება სპეციალურად გამაგრებულ სახლებსა და სარდაფებში უწევდათ.
მშვიდობის დამყარება იშვიათობაა ამ რეგიონისთვის, რომელიც იძულებულია კონფლიქტის იმ შედეგებით იცხოვროს, რომელიც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. მაშინ დაძაბულობამ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობის გასვლა გამოიწვია.
მთიანი ყარაბაღის ომის შედეგებიდან გამომდინარე, სომხურმა მხარემ საკუთარი კონტროლის ქვეშ აიღო ეს რეგიონი მის მიმდებარე 7 აზერბაიჯანულ რეგიონთან ერთად.
სიტუაციის გაუმჯობესებას ბევრი სომხეთის ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლას უკავშირებს.
ნიკოლ ფაშინიანი, ოდესღაც მარგინალი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი, 2018 წლის აპრილში სათავეში ჩაუდგა საპროტესტო აქციებს, რამაც სომხეთის წინა ხელისუფლების გადადგომა გამოიწვია. საკუთარი პოლიტიკური უპირატესობის განმტკიცება ფაშინიანმა 2018 წლის 8 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოახერხა, სადაც მისმა ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა.
ყოფილმა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობაც კი ვერ მოაგროვა.
ზოგიერთმა დამკვირვებელმა ხმის მიცემის პროცესი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე თავისუფლად და სამართლიანად შეაფასა.
• სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ ცნო
•სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ ცნო
• აზერბაიჯანი და ევროკავშირი: რა გვაბრკოლებს?
ა
სეთი სიმშვიდე რეგიონში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად პირველად დამყარდა. ეს იყო 2018 წლის სექტემბრის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგი.
მას შემდეგ ორი ქვეყნის დედაქალაქი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირზეა, შუამავლების გარეშე.
ამ დროისთვის უკანასკნელი შეხვედრა ნოემბრის შუაში გაიმართა. მასზე სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და დაამტკიცეს სომხეთის საზღვართან, აზერბაიჯანის ავტონომიურ ანკლავ ნახჭევანთან განლაგებულ სამხედრო ნაწილებს შორის პირდაპირი კავშირის აღდგენის შესახებ ადრე მიღწეული შეთანხმება.
„შესაძლოა, მას ჯადოსნური ჯოხი არ აქვს, რომ ყველაფერი ერთბაშად გამოასწოროს“, – მითხრა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე 47 წლის არმენ მარკარიანმა, რომელიც ქალაქ იჯევანში ამომრჩეველთან ნიკოლ ფაშინიანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოვიდა. ეს ქალაქი აზერბაიჯანის საზღვართან გათხრილი ტრანშეებიდან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული.
„თუმცა, ის ვალდებულია რაღაც შეცვალოს, რათა ჩვენ უკეთ და ომის გარეშე ცხოვრება შევძლოთ“.
ფაშინიანი და მოლაპარაკებების რთული პროცესი
აზერბაიჯანთან კონფლიქტის თემაზე ფაშინიანის გუნდში ამ დრომდე ხაზგასმით ფრთხილად გამოთქვამენ მოსაზრებებს.
მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრები ფაშინიანსა და მის გარემოცვას აკრიტიკებდნენ, „მოღალატეებს“ ეძახდნენ და აზერბაიჯანთან დანაშაულებრივ შეთქმულებაში სდებდნენ ბრალს.
• ყარაბაღში სამშვიდობო ცემენტი ჩავიდა
მთელი ამ კრიტიკის განმავლობაში, ისინი იშვიათად ციტირებდნენ ფაშინიანის რაიმე გამონათქვამს. ამის ნაცვლად, აქცენტს აკეთებდნენ მისი გუნდის წევრების ახალგაზრდულ ასაკზე და ასევე იმაზე, რომ მას პირადი კავშირი არ ჰქონდა მთიან ყარაბაღსა და 1990-იანი წლების ომთან.
ფაშინიანის გარემოცვა კონფლიქტის საკითხზე ნებისმიერი პოზიციის დათმობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას უარყოფს.
მოლაპარაკებების პროცესი უკვე რამდენიმე წელია, ღრმა ჩიხშია შესული. მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილის ესკალაციის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა არანაკლებ 200 სამხედრო მოსამსახურე და მოქალაქე. უფსკრული მხარეებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, მოთხოვნები კი ისეთი მაქსიმალური გახდა, როგორიც არასოდეს ყოფილა.
აზერბაიჯანული მხარე იმ 7 რაიონის დაუყოვნებლივ თავის კონტროლქვეშ დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან სომხეთის კონტროლქვეშაა. სომხური მხარე კი დაჟინებით მოითხოვს, პირველი ნაბიჯი ოფიციალური ბაქოს მხრიდან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება იყოს.
სომხეთის ახალი მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ჩიხიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს.
„ყველას ესმის, რომ საჭიროა „გადატვირთვა“ მოლაპარაკებების პროცესში, – ამბობს ერთ-ერთი ახლად არჩეული პარლამენტარი ფაშინიანის პოლიტიკური ალიანსიდან, – თუმცა, მისი დაწყებისთვის საჭიროა კონსენსუსის მიღწევა პარტიის შიგნით და ხელისუფლებაში“.
2018 წლის აგვისტოში, როდესაც აქციაზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარი მმართველობის 100 დღის ანგარიშს წარადგენდა, ერევნის ცენტრში შეკრებილ ათობით ათას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ყარაბაღის თემაზე ნებისმიერ სერიოზულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერისთვის მათ მიმართავს.
ასეთი დაპირება ნიშნავს, რომ „სომხური მხარე მოლაპარაკებების პროცესში მკვეთრ ნაბიჯებს ჯერჯერობით არ გადადგამს“, – განაცხადა კიდევ ერთმა ახლად არჩეულმა პარლამენტარმა ფაშინიანის პოლიტიკური ალიანსიდან.
მისივე სიტყვებით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის აღიარებასთან დაკავშირებით სომხური მხარისგან რაიმე მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
აზერბაიჯანის მხრიდან რა?
იმაში, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება სერიოზული განხილვებისთვის მზად არის, ფაშინიანს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების, არამედ აზერბაიჯანის დარწმუნებაც მოუწევს.
სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ორივე ქვეყანაში ეშინიათ, დადგენილი სიმშვიდე საპირისპირო მხარემ საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის არ გამოიყენოს.
ბაქოს მხრიდან დადებითი სიგნალები ისმის. International Crisis Group-თან ბაქოელი თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ მზად არიან შეინარჩუნონ სიმშვიდე იმ იმედით, რომ სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან პირდაპირმა კომუნიკაციამ შესაძლოა რეალური მოლაპარაკებების პროცესი დაძრას.
სომხეთის მხრიდან ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ სამხედრო ძალებს შორის დამყარებული პირდაპირი კონტაქტი უნდა გაფართოვდეს და ასევე პირდაპირი ურთიერთობა დამყარდეს ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის – მაგალითად, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.
ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მიმდინარე საკომუნიკაციო არხი გამოიყენეს იმისათვის, რომ შეთანხმებულიყვნენ სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის მკვიდრი მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე, რომლის დაკავების შესახებაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ზაფხულში განაცხადა. 5 დეკემბერს, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანაცვლოდ მზადაა, განიხილოს აზერბაიჯანელი სამხედროს გათავისუფლება, რომელიც სტეფანაკერტში 2017 წლის დასაწყისიდანაა დაპატიმრებული.
დისკუსიის ცენტრში ხალხი უნდა იყოს
სომხეთის ახალი ხელისუფლება, შესაძლოა, მზად იყოს, კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი ხედვა შემოგვთავაზოს. როგორც ფაშინიანის პარტიიდან პარლამენტის ერთ-ერთი ახლად არჩეული დეპუტატი ამბობს:
„ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მიდგომა. მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნების ნაცვლად, შეგვიძლია დისკუსიის ცენტრში ორივე მხრიდან ხალხის პრობლემების მოგვარების დაყენების დაწყება“.
ერთ-ერთმა სომეხმა მაღალჩინოსანმა International Crisis Group-ს უთხრა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ასეთი ხალხზე ორიენტირებული მიდგომა შესაძლოა დომინანტური გახდეს:
„აუცილებელია ვაღიაროთ, რომ მთიანი ყარაბაღი – ეს არის ადგილი, სადაც ხალხი ცხოვრობს და არა მხოლოდ კონფლიქტი ხდება“.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტაქტის ხაზიდან 15 კილომეტრის რადიუსში, დაახლოებით 600 000 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, დაახლოებით 40 000 – უშუალოდ სომხეთის ტავუშის რეგიონში, რომელიც თითქმის 230 კილომეტრზეა მთების გასწვრივ გადაჭიმული.
სანამ ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, დამატებითმა კომუნიკაციამ ისეთ ადგილებში, როგორიც ტავუშია, შესაძლოა ხელი შეუწყოს ფრონტის ხაზზე გზებისა და ფერმერული ნაკვეთების განაღმვით სამუშაოებს.
მხარეებმა შესაძლოა დაიწყონ მონიშვნა დანაღმული მინდვრებისა, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ დარჩა.
უსაფრთხოების ახალი გარანტიები შესაძლოა ფრონტის ხაზზე მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი მიწის ნაკვეთების დამუშავების დაწყებაში დახმარებოდა. ეს ნაკვეთები უშუალოდ საომარი პოზიციების სიახლოვეს მდებარეობს და ამის გამო იძულებულები გახდნენ, მიეტოვებინათ.
“წ
ელს ადამიანები პირველად ჩავიდნენ წყალსაცავზე, საბანაოდ“, – ამბობს ბერკაბერის მცხოვრები არგამ არზუმანიანი.
წყალსაცავში, მხარეების სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობები ერთმანეთისგან მხოლოდ 20 მეტრითაა დაშორებული. სოფლის მცხოვრებლებმა ბოლოს 2004 წელს გაბედეს წყალთან ჩასვლა.
ამ შემოდგომაზე არგამმა მითხრა, – „ვუყურებდი წყალში მოჭყუმპალავე ადამიანებს და თვალებს არ ვუჯერებდი: ნუთუ ისევ ვიწყებთ ომის გარეშე ცხოვრებას?“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო