ზიპლაინი, თოფიდან სროლა და სპა-პროცედურები - როგორია კორპორაციული ღონისძიება საირმეში
კორპორაციული ღონისძიება საირმეში
კორპორაციული ღონისძიებები კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. მათი დახმარებით კომპანიები ეფექტურად წყვეტენ ბევრ მნიშვნელოვან ამოცანას. სწორად დაგეგმილ ღონისძიებას შეუძლია გაზარდოს თანამშრომელთა ლოიალობა ორგანიზაციისა და მენეჯმენტის მიმართ, არაფორმალურ გარემოში თანამშრომლები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, ძლიერდება გუნდური სულისკვეთება, თანამშრომლების მოტივაცია და ყალიბდება კომპანიის იმიჯი.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია ყველა დეტალი – თუ როგორ იქნება დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი, აქტივობები და რაც მთავარია, სად გაიმართება იგი.
როგორც წესი, კორპორაციული ღონისძიებებისთვის ქალაქიდან გასვლას არჩევენ და ამას თავისი ახსნა აქვს – ჩვეულ გარემოს მოწყვეტილი თანამშრომლები ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში ეკონტაქტებიან და უფრო უახლოვდებიან. კომპანიის მთავარი მიზანიც ეგ არის – კორპორაციული ღონისძიება წარმატებულად ჩაითვლება, თუ იქიდან დაბრუნებული გუნდი უფრო მეგობრული, შეკრული და ერთსულოვანია.
საქართველოში კორპორაციული ღონისძიებების და კონფერენციების გამართვის სივრცეებად ხშირად ასევე ქალაქ გარეთ სასტუმროებს ირჩევენ. ამ მიმართულებით ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეულია კურორტი „საირმე“, რომელსაც კორპორაციული მიმართულება თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. მეტიც, საირმეში სპეციალური კორპუსიც კი გამოჰყვეს, რომელიც ძირითადად მიმართულია კონფერენციებისა და კორპორაციული ღონისძიებებისკენ – კურორტის კომპლექსში შემავალი სასტუმრო „ახალი საირმე“ ძირითადად სწორედ კომპანიებს, ბიზნესს, ჯგუფებს ემსახურება და კორპორაციულ ღონისძიებებზეა მორგებული.
რას სთავაზობს „საირმე“ კლიენტებს ამაზე კომპანიის კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი- ნანუკა გელაშვილი გვესაუბრა:
„ახალ საირმეში“ შესაძლებელია ერთდროულად 200 სტუმრიანი კონფერენციის გამართვა და ყველა სტუმრის სასტუმროში განთავსება. იმერეთის რეგიონში სხვა მსგავსი სივრცე არ არის.
„ახალ საირმეში“ ორი დარბაზია. ერთი დიდი (150-200 ადამიანი) და მეორე პატარა – 25-30 მონაწილეზე გათვლილი.
ორივე საკონფერენციო სივრცე სრულად აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებით. აქ არის ყველაფერი, რაც არის საჭირო მაღალი დონის კონფერენციის თუ შეხვედრის ჩასატარებლად – მიკროფონები, პროექტორები, მონიტორები და ა.შ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონფერენციო სივრცეს აქვს ისეთი საიზოლაციო სისტემა, რომ დარბაზიდან ხმა არ გადის ყველაზე ხმაურიანი ღონისძიების შემთხვევაშიც კი.
დიდ დარბაზში არის ასევე სცენა – რომლის აწყობა და დაშლა შეიძლება. მისი დახმარებით, დარბაზი საკონფერენციო სივრციდან შეიძლება გადაკეთდეს გალა-საღამოს სივრცედ, რომელსაც ჰყავს წამყვანი, მოწვეული ბენდი და სხვა. მუსიკალური გაფორმებისთვის ასევე მაღალი ხარისხის ტექნიკაა გათვალისწინებული – დინამიკები, ე.წ მიქშერი და ა.შ.
თუმცა, „ახალი საირმის“ მთავარი უნიკალობა იმაშია, რომ გარდა ხარისხიანი და კომფორტული საკონფერენციო სივრცეებისა, აქ სტუმრებს უამრავ გასართობს სთავაზობენ დროის აქტიურად, აზარტულად და კრეატიულად გასატარებლად. შესაბამისად, „ახალი საირმე“ იდეალური ადგილია „თიმბილდინგისთვის“.
სიტყვა „თიმბილდინგი“ ალბათ აქამდეც გსმენიათ. ან ფოტო მაინც გინახავთ, სადაც ოფისის მხიარული თანამშრომლები თოკის გადაჭიმვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ან მთის მდინარეზე ჯომარდობენ, ან წრეებში ცეკვავენ. ეს ყველაფერი ე.წ. თიმბილდინგის ნაწილია.
„თიმბილდინგი“ ანუ „გუნდის მშენებლობა“ ისეთი აქტივობების ერთობლიობაა, რომელთა მიზანი თანამშრომელთა დაახლოება, გუნდის შეკვრა და საერთო პრობლემების გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებაა. თიმბილდინგი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ნებისმიერი კომპანიის მომავალში, რადგან ასეთი ღონისძიებები ეხმარება თანამშრომლებს უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და დაამყარონ კავშირი, ჩამოაყალიბონ კორპორაციული კულტურა – საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს შეუძლია გაზარდოს მუშაობის ეფექტურობა.
„საირმეში“ კრეატიული თიმბილდინგისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.
მათ შორის ყველაზე ექსტრემალურია ზიპლაინით დაშვებაა. საირმეში ზიპლაინის 800-მეტრიანი ხაზი მთებიდან ეშვება და გზად დაუვიწყარ პეიზაჟებს გაივლის.
თიმბილდინგისთვის საუკეთესო აქტივობაა საირმის ე.წ. „თოკების ქალაქი“, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან თოკების ლაბირინთებში.
დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუმრებს შორის საირმის ე.წ. „სასროლეთი“. ბერეტას ტიპის ბრიტანული იარაღიდან მიზანში სროლა და თანამშრომლებთან შეჯიბრება ძალიან აზარტული საქმიანობაა.
ასევე, შესაძლებელია ველოსიპედების ქირაობა:
ამას გარდა, საირმეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სპა-ცენტრი აქვს საქართველოში. ყველა პროცედურა აქ საირმის უნიკალური წყლებით კეთდება. სპა-ცენტრში 80-მდე სხვადასხვა პროცედურას ჩაგიტარებენ – საუკეთესო ადგილია რელაქსაციისთვის.
„საირმეში“ აქვთ სერვისი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას შეუძლია შეიძინოს საკუთარი თანამშრომლებისთვის 50 ლარიანი ვაუჩერი და შემდეგ თავად თანამშრომელი გადაწყვეტს, რაში დახარჯოს ეს თანხა – სარელაქსაციო სპა-პროცედურაში თუ ზიპლაინით დაშვებაში.
„საირმე“ სტუმრებს იმის გამოც უყვართ, რომ აქ გემრიელი საუზმეები და მრავალფეროვანი მენიუა სადილისა თუ ვახშმისთვის.
სასტუმროს იტალიურ-ქართული სამზარეულო აქვს. გალა-ვახშმებზე აქ ქართული ტრადიციული კერძები მოაქვთ. შესაძლოა, ეს იყოს ფურშეტი მუსიკის თანხლებით ან ე.წ. pool party – თუ თბილი სეზონია, კონფერენციის თუ კორპორაციული შეხვედრის დასკვნით საღამოს თერმული წყლით სავსე ღია აუზთან – გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელებისა და დიჯეის თანხლებით.
კორპორაციული ღონისძიება საირმეში