საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელებთან ჰქონდათ კონტაქტი:
“ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი,” – აცხადებს ცერცვაძე.
15 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 73.
კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 4 არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
• კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა