არქივი- 08.11.2017 რუს არტისტებს უკრაინაში გამოსვლისთვის ადგილობრივი უშიშროების ნებართვა დასჭირდებათ გაზიარება გაზიარება ფესტივალი Atlas Weekend კიევში. ფოტო ალექსანდრ პოპენკო, ჰრომადსკოე თითოეულმა რუსმა მომღერალმა ან მსახიობმა, რომელსაც უკრაინაში კონცერტის გამართვა სურს, ნებართვა უკრაინის უშიშროების სამსახურისგან უნდა მიიღოს. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, „აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ საგასტროლო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების თავისებურებათა შესახებ“ კანონს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი 7 ნოემბერს მოაწერა. კანონი უკრაინის უმაღლეს რადაში 5 ოქტომბერს მიიღეს. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსი არტისტების გასტროლების ორგანიზატორები ვალდებული არიან, კონცერტების შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური გამოსვლამდე 30 დღით ადრე გააფრთხილონ. დოკუმენტი კრძალავს ისეთ გამოსვლებს, რომლებიც „პროპაგანდასა და პოპულარიზაციას უწევს აგრესორ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას (და ცალკეულ წარმომადგენლებს) და მათ ქმედებებს, დადებითად წარმოაჩენს აგრესორ სახელმწიფოს, ამართლებს ან მართლზომიერად მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას“. რუსი მომღერლების გასტროლების კანონმდებლობით შეზღუდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წელს, ზაფხულში, უკრაინაში გამოსვლა შვიდ რუს არტისტს აუკრძალეს. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, 2017 წელს უკრაინაში რამდენიმე გახმაურებული სკანდალი მოხდა, რომლებიც რუს მომღერლებს უკავშირდებოდა. მაგალითად, რეპერი ბასტა და ჯგუფი Anakondaz ოკუპირებულ ყირიმში კონცერტების გამართვის შემდეგ კიევში გამოვიდნენ. ახალი კანონი არა მხოლოდ მუსიკოსებზე ვრცელდება, არამედ ყველა არტისტზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე გამოდის. ასევე ის ეხება იმ ადამიანებსაც, ვისი დაწერილიც არის ნაწარმოები, სცენარი, ტექსტი, დიალოგი, ასევე – დამდგმელ–რეჟისორებს, პროდუსერებსა და ა.შ. Go to top
"აფხაზეთი 2030 წლისთვის წელიწადში 5 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. რატომ არის ეს შეუძლებელი?“ — მოსაზრება
"აფხაზეთი 2030 წლისთვის წელიწადში 5 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. რატომ არის ეს შეუძლებელი?“ — მოსაზრება
"აფხაზეთი 2030 წლისთვის წელიწადში 5 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. რატომ არის ეს შეუძლებელი?“ — მოსაზრება
კომენტარი: ადამიანის დაპატიმრება 34 წლის წინანდელ ომზე გაკეთებული მოსაზრების გამო, არის სამართლებრივი აბსურდი
მზია ამაღლობელი: რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია