აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების „ნებართვა გასცა“. არჩევნები დაახლოებით სამ თვეში გაიმართება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
თავიდან აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში იყო დანიშნული.
• თაფლობის თვე აზერბაიჯანი-რუსეთის ურთიერთობაში
მოვლენების ქრონოლოგია
28 ნოემბერს მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“ პარლამენტის დათხოვნისა და ახალი დეპუტატების შეგროვების შეთავაზებით გამოვიდა, რათა ამით პრეზიდენტის კურსისა და მის მიერ გატარებული რეფორმებისთვის დაეჭირა მხარი.
2 დეკემბერს პარლამენტმა (რომელიც ძირითადად პარტია „ენი აზერბაიჯანის“ წევრებისგან შედგება) თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და პრეზიდენტს შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა.
იმავე დღეს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართა, და 4 დეკემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს წინადადება კონსტიტუციას შეესაბამება.
რა იქნება ამის შემდეგ?
ახლანდელი პარლამენტი მხოლოდ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე იარსებებს, მაგრამ ახალ კანონებსა და გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს.
ოპოზიციის ნაწილი უკვე აქტიურად ემზადება ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, და ეს პარლამენტში მოხვედრის შანსად მიაჩნიათ.
სხვა ოპოზიციონერები ამ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიული და არასამართლიანი იქნება.
რას ნიშნავს ეს?
ყველაზე პოპულარული არაოფიციალური ვერსიის თანახმად, მომხდარი – ეს არის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მისი ცოლისთვის, მეჰრიბან ალიევასთვის ხელისუფლების გადაცემის ერთ-ერთი ეტაპი. მეჰრიბან ალიევა ახლა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
უფრო დაწვრილებით აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნისა და საზოგადოების რეაქციის შესახებ იხილეთ აქ .