არქივი- 08.11.2017 რუს არტისტებს უკრაინაში გამოსვლისთვის ადგილობრივი უშიშროების ნებართვა დასჭირდებათ გაზიარება გაზიარება ფესტივალი Atlas Weekend კიევში. ფოტო ალექსანდრ პოპენკო, ჰრომადსკოე თითოეულმა რუსმა მომღერალმა ან მსახიობმა, რომელსაც უკრაინაში კონცერტის გამართვა სურს, ნებართვა უკრაინის უშიშროების სამსახურისგან უნდა მიიღოს. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, „აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ საგასტროლო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების თავისებურებათა შესახებ“ კანონს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი 7 ნოემბერს მოაწერა. კანონი უკრაინის უმაღლეს რადაში 5 ოქტომბერს მიიღეს. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსი არტისტების გასტროლების ორგანიზატორები ვალდებული არიან, კონცერტების შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური გამოსვლამდე 30 დღით ადრე გააფრთხილონ. დოკუმენტი კრძალავს ისეთ გამოსვლებს, რომლებიც „პროპაგანდასა და პოპულარიზაციას უწევს აგრესორ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას (და ცალკეულ წარმომადგენლებს) და მათ ქმედებებს, დადებითად წარმოაჩენს აგრესორ სახელმწიფოს, ამართლებს ან მართლზომიერად მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას“. რუსი მომღერლების გასტროლების კანონმდებლობით შეზღუდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წელს, ზაფხულში, უკრაინაში გამოსვლა შვიდ რუს არტისტს აუკრძალეს. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, 2017 წელს უკრაინაში რამდენიმე გახმაურებული სკანდალი მოხდა, რომლებიც რუს მომღერლებს უკავშირდებოდა. მაგალითად, რეპერი ბასტა და ჯგუფი Anakondaz ოკუპირებულ ყირიმში კონცერტების გამართვის შემდეგ კიევში გამოვიდნენ. ახალი კანონი არა მხოლოდ მუსიკოსებზე ვრცელდება, არამედ ყველა არტისტზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე გამოდის. ასევე ის ეხება იმ ადამიანებსაც, ვისი დაწერილიც არის ნაწარმოები, სცენარი, ტექსტი, დიალოგი, ასევე – დამდგმელ–რეჟისორებს, პროდუსერებსა და ა.შ. Go to top
51-წლიანი პარტნიორობის დასასრული — ზაარბრიუკენი თბილისთან კავშირს წყვეტს, კახა კალაძე კი "დიფ სთეითზე" საუბრობს
ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე დანიის დემოკრატიულ უკუსვლაზე ისაუბრა და ევროკავშირს ღია წერილით მიმართა
გაჟონილი დოკუმენტები: როგორ გეგმავდა კრემლთან დაკავშირებული ქსელი სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებს
მოსაზრება: ხელშეკრულების შინაარსი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის — ეს არის პრაქტიკული ანექსია ამ რეგიონის
51-წლიანი პარტნიორობის დასასრული — ზაარბრიუკენი თბილისთან კავშირს წყვეტს, კახა კალაძე კი "დიფ სთეითზე" საუბრობს
ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე დანიის დემოკრატიულ უკუსვლაზე ისაუბრა და ევროკავშირს ღია წერილით მიმართა
მოსაზრება: ხელშეკრულების შინაარსი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის — ეს არის პრაქტიკული ანექსია ამ რეგიონის
ატლანტიკურმა საბჭომ აშშ-ს აზერბაიჯანთან "დიდი გარიგება“ შესთავაზა, რასაც ბაქოში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა
მოსაზრება: ხელისუფლება ახალ პატრიარქს გამოიყენებს და პატიმრებს მაშინ შეიწყალებს, თუ დაინახავს, რომ ასეთი ნაბიჯი აწყობს