რუსეთი: დაუსჯელი ოჯახური ძალადობის ერთი წელიწადი
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოჯახში პირველი ძალადობის შემთხვევის გამო სისხლის სამართლის სასჯელი გააუქმა. საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human Rights Watch მოამზადა მოხსენება, რომელიც აანალიზებს, თუ რა გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ.
დასკვნები ასე ჟღერს:
რუსეთში ოჯახური ძალადობისგან დაზარალებული ქალების 60-70 პროცენტი დახმარებას არ ითხოვს.
მათ შორის, ვინც პოლიციას მაინც მიმართა – მხოლოდ სამმმა პროცენტმა შეძლო საქმე სასამართლომდე მიეტანა და მოძალადის დასჯისთვის მიეღწია.
•როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი გოგონას საბავშვო ბაღში ასწავლიან, როგორ გახდეს „კარგი ცოლი“
•არის თუ არა აფხაზეთში ოჯახური ძალადობა?
ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციამ რისკები მნიშვნელოვნად გაზარდა. ათასობით ქალი საკუთარ ოჯახში ფაქტობრივად აგრესორის პირისპირ მარტოა დარჩენილი.
ასეთ თემაზე ზუსტი სტატისტიკის დადგენა შეუძლებელია – ბევრ რესპონდენტს რცხვენია ან ეშინია იმის გამხელა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, თანაც მრავალი წლის განმავლობაში.
მოხსენების ავტორები დაახლოებით ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ:
• როგორც მინიმუმ, ყოველი მეხუთე ქალი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.
• რუსი ქალებისთვის ძალადობის პირისპირ ყოფნა ახლობლების მხრიდან სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე უცხო პირების მხრიდან.
ლიზას ისტორია
ქალაქ ფსკოვის 33-წლის მოქალაქე ლიზა ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან რუს ქალებს შორის, რომლებსაც Human Rights Watch-ის მოხსენების ავტორები ესაუბრნენ. აი, მისი ნაამბობი:
[su_pullquote]რუსეთში ათასობით ქალი საკუთარ ოჯახში აგრესორის პირისპირაა დარჩენილი [/su_pullquote]
„მან ხელი მკრა და სამზარეულოში იატაკზე დავეცი. მოვიდა და მუცელში ჩამარტყა. ამბობდა, რომ მთელი სიცოცხლე წმინდა გოგონასთან შეხვედრაზე ოცნებობდა, მე კი იმედი გავუცრუე – უწმინდური აღმოვჩნდი.
ღამღამობით მუდმივად დამღლელ საუბრებს მიწყობდა, უნდოდა გაეგო, მის გაცნობამდე ვის ვხვდებოდი, მაღვიძებდა და მთხოვდა: „მიდი, მომიყევიო“.
ძალიან გავხდი, მუშაობა არ შემეძლო, სულ გამოუძინებელი ვიყავი. თვითშეფასება ნულზე მქონდა, სრულიად დათრგუნული ვიყავი.
სულ უფრო ხშირად მცემდა, ერთხელ უნიტაზში თავი ჩამაყოფინა.
როდესაც მაისის დღესასწაულები დადგა, მან ბინა ჩაკეტა და რაღაცნაირად მშვიდად თქვა: „აი, ახლა კი ამოგქაჩავ სიმართლეს“. იმ დროს სახლში სულ სქელ ხალათს ვიცვამდი, რათა დარტყმა ნაკლებად მეგრძნო. მან თავში „ტაბურეტკა“ ჩამარტყა, ქამრით მცემდა. შემდეგ დანა აიღო და ფრჩხილების ქვეშ მარჭობდა. შემდეგ ხელი თავში ჩამავლო და სახეზე მომაშარდა.
ჩემი ბიჭუნა ტიროდა და ამბობდა: „დედა, უთხარი სიმართლე!“
პოლიციის მტრული განწყობა და მტკიცებულებების მოთხოვნა
მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად დაუფარავი მტრობით ხვდებიან და განცხადების რეგისტრაციასა და გამოძიების ჩატარებაზე უარს ეუბნებიან.
დაზარალებულებს სთავაზობენ, მტკიცებულებები დამოუკიდებლად შეაგროვონ და მთელი სასამართლო ხარჯი თავად დაფარონ.
ეს პროცესი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დაუძლევლად რთული და არაეფექტიანი აღმოჩნდა, რის გამოც, ბევრი სისხლის სამართლის დევნაზე უარს ამბობს .
• ფემინიზმი — რატომ არის ამდენი სტერეოტიპი?
• გოგონებისთვის მუშაობა არ შეიძლება და მათ მამებს და ქმრებს უნდა დაუჯერონ – ისტორიები ყარაბაღიდან
თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სახელმწიფო დაწესებულებები უამრავ საბუთს ითხოვენ, ვიდრე ექსტრემალურ თავშესაფარს გამოყოფენ. და იმის შემდეგაც კი, რაც მთელი დოკუმენტების პაკეტი შეგროვილია – ადამიანები გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში ელოდებიან; დახმარებისა და დაცვის მთხოვნელთა არცთუ მცირე პროცენტი უარს იღებს.
ეს ყველაფერი ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც ახალი ძალადობის რისკი ნარჩუნდება – ანუ ის ყოველდღიურად ხდება.
დასკვნები
Human Rights Watch-ის მოხსენების ავტორთა აზრით, 2017 წლის თებერვალში ახლობლების ცემის პირველი შემთხვევების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია.
ოჯახში ცემის პირველი შემთხვევების დეკრიმინალიზაცია აგრესორებისთვის ყველაფრის დაშვებულობის სიგნალად იქცა, დაზარალებულებს კი მოძალადისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაართულა და დაცულობის გარანტია შეასუსტა.