აზერბაიჯანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წიგნებს გაყიდვიდან იღებენ
აზერბაიჯანში, მთავრობის მიერ კონტროლირებად წიგნების მაღაზიებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ჯამილ გასანლის წიგნებზე ფარული აკრძალვაა დაწესებული. ამის შესახებ სააგენტო „თურანს“ თავად გასანლიმ განუცხადა და აკრძალვა თავის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. საქმე იმაშია, რომ ის ოპოზიციური დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელია და უკვე რამდენჯერმე ჰქონდა პრობლემა მთავრობასთან, მათ შორის, იყო დაპატიმრებულიც. ამას გარდა, 2013 წლის საპრეზიდენეტო არჩევნებზე, გასანლი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იყრიდა კენჭს (არჩევნების შედეგად პრეზიდენტი ილხამ ალიევი გახდა).
• დაკავებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები გაათავისუფლეს
• ვინ არიან აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების „უჩინარი პერსონაჟები“
ჯამილ გასანლის თქმით, „სახელისუფლებო“ მაღაზიები უკვე დიდი ხანია გამოგონილი მიზეზებით უარს ამბობენ მისი წიგნების გაყიდვაზე. ამ ეტაპზე, ასეთი მაღაზიების რიცხვმა სამს მიაღწია (რაც ბაქოსთვის, საკმაოდ ბევრია).
გასანლის აზრით, ეს მოწმობს, რომ ქვეყანაში „ავტორიტარული მმართველობა და ტოტალიტარული აზროვნება გამეფდა“.
გასანლის წიგნები აზერბაიჯანის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების ისტორიას ეძღვნება და უპირატესად, მე-20 საუკუნის მოვლენებზე მოგვითხრობს. წიგნები დაბეჭდილია და იყიდება რუსეთში, თურქეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.