მივიწყებული კურორტი - ფოტოისტორია ოჩამჩირეს შესახებ
ფოტოისტორია ოჩამჩირეს შესახებ
საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს პატარა ქალაქი და მის გარშემო არსებული სანაპირო ზოლი ძალიან პოპულარული იყო. ახლა კი “ყველასგან მივიწყებული კურორტი” შეგვიძლია ვუწოდოთ.
ოჩამჩირეში სუფთა ზღვა და აფხაზეთის ყველაზე გრძელი, ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლია. საკვები და საცხოვრებელი აქ შედარებით იაფია.
მაგრამ ქალაქი ცარიელია. ტურისტული სეზონის დროსაც კი. ადგილობრივების თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ოჩამჩირე რუსეთ-აფხაზეთის საზღვრისგან შორსაა და აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. აქ არც გართობაა, არც სასტუმროები, და არც კომფორტული ბინები.
ქალაქის ცენტრი. დღის ორი საათი. ქუჩაში, ფაქტობრივად, არავინაა. ვერავის დაელაპარაკები იმაზე, თუ რა არის ამ ქალაქში კარგი.
ადმინისტრაციის შენობის წინ ცხენები და ძროხები სეირნობენ. სამაგიეროდ, გზებზე საცობები არ არის.
დანგრეული სახლები, ქუჩები და გზები… საშუალებების ტოტალური დეფიციტი და შედეგად არამხოლოდ ტურისტების, არამედ მოსახლეობის ნაკლებობაც შეინიშნება… ომამდე ოჩამჩირეში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი – ცხრაჯერ ნაკლები.
გასულ წელს რაიონში 4 ათასი ადამიანი ისვენებდა, 20 ათასი ტურისტი კი ოჩამჩირეში გავლით, ექსკურსიების ფარგლებში ჩავიდა. ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხრიპს ჯოპუას თქმით, ამის მიუხედავად, რაიონის ბიუჯეტში მაინც არაფერი შესულა – ტურისტებმა ფული ვერსად დახარჯეს, რადგან ოჩამჩირეში არ არსებობს ობიექტები, სადაც ტურისტები ფულის დახარჯვას შეძლებდნენ.
ადგილობრივი აფაცხის მასპინძელი მუსიკას რთავს. დინამიკებიდან კავკასიური შანსონი იღვრება. ჩვენ დღეს რიგით მეორე კლიენტები ვართ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო