ბაქოს „ფეხბურთის მუზეუმი“ ევროპის ლიგის მომავალი ფინალის რეკლამას აკეთებს
„ფეხბურთის მუზეუმი“ ბაქოს ცენტრში გაიხსნა – კარავში, ქალაქის ძველი ნაწილის მთავარი შესასვლელთან ორ ნაბიჯში. ეს მუზეუმი მოწოდებულია, რომ ყურადღება მიაპყროს ევროპის საფეხბურთო ლიგის მომავალი ფინალისკენ, რომელიც ბაქოში მაისის ბოლოს ჩატარდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რანგის ფინალი კავკასიაში ტარდება.
• აკრძალული სანახაობა 9 ფოტოზე: მამლების ჩხუბი აზერბაიჯანში
• ექსტრემალური ტურიზმი სომხეთის სოფელში
ექსპონატები ევროპის ლიგის ისტორიას ასახავს: ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ფორმები, ევროპის ლიგის ოფიციალური ბურთი, ევროპის ლიგის ფინალურ მატჩებზე გამოყენებული ბურთები.
მომსვლელთათვის გათვალისწინებულია გასართობი პროგრამები და კონკურსები ფეხბურთის ცოდნასა და უნარებში.
გარდა ამისა, მუზეუმში ჩატარდება ფეხბურთის ადგილობრივი და უცხოელი ვარსკვლავების ავტოგრაფ-სესიები. მათ შორის პირველ ასეთ სესიაზე, 23 დეკემბერს – თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს არგენტინის ნაკრების ცნობილი ფორვარდი ერნან კრესპო ურიგებდა.
მუზეუმი 22 დეკემბრიდან 7 იანვრამდე იმოქმედებს. შესვლა უფასოა.