ამ მაღალმთიან სოფელში თავს იყრიან ექსტრიმის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან. ადგილობრივებს კი, სამუშაო გამოუჩნდათ" />

ექსტრემალური ტურიზმი სომხეთის სოფლებში

ამ მაღალმთიან სოფელში თავს იყრიან ექსტრიმის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან. ადგილობრივებს კი, სამუშაო გამოუჩნდათ

სომხეთის ჩრდილოეთში, ერევნიდან 140 კილომეტრში გადაშლილია სოფელი, რომელიც ერთი შეხედვით ასობით სხვა სომხური სოფლისგან არაფრით განსხვავდება. იქაც ისეთივე ერთსართულიანი და ორსართულიანი ტუფის სახლებია, ბეღლით და ბოსელით.  

თუმცა, ენოკავანი სომხეთისთვის მაინც უნიკალური სოფელია – აქიდან ადამიანები არ მიემგზავრებიან. მეტიც, ბოლო წლებში ენოკავანის მოსახლეობა გაიზარდა – იყო 480 ადამიანი, გახდა – 554.

ყველაფერი კი იმის გამო, რომ სოფელი ექსტრემალური და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა.

Yell Extreme park, რომელიც ენოკავანიდან ზუსტად ერთი კილომეტრში მდებარეობს, ამ სოფლის მაცხოვრებელმა დააარსა. მთებმა და მათ შორის გადაჭიმულმა უფსკრულებმა ყველანაირი პირობა შექმნა ზიპლაინისთვის – სპეციალური აპარატის მეშვეობით მიწიდან მოწყვეტით ფოლადის ბაგირით დაშვებისთვის. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ პროექტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, მაგრამ 2015 წელს პარკმა პირველი სტუმრების მიღება დაიწყო.

პარკში შესვლისთანავე მიმსვლელი პირველ რიგში ხვდება გასახდელში, სადაც ინსტრუქტორები  მას სპეციალური აღჭურვილობის ჩაცმაში ეხმარებიან. ბაზა ზიპლაინის ბილიკებიდან ოდნავ მოშორებითაა განლაგებული, და თავიდან სტუმარი  კარგად ვერც ხვდება, თუ რა ელის. იქამდე მისვლის შემდეგ ბევრი მერყეობას იწყებს, თუმცა, როგორც ადგილობრივი ინსტრუქტორები აღნიშნავენ, ამ წლების განმავლობაში ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე მოხვედრის შესაძლებლობაზე უარი  ცოტას თუ უთქვამს.

უფსკრულის თავზე გადაჭიმული ბაგირები და ფეხქვეშ საძირკველის გამოცლა მართლაც შიშის მომგვრელია. თუმცა, სტარტიდან რამდენიმე წამში ხვდები, რომ მხოლოდ თვალწინ გადაშლილი პანორამა და შენს ქვემოთ მფრინავი ჩიტები გაღელვებს. ადრენალინი ზუსტად იმდენია, რომ სასიამოვნო მოთენთილობა განიცადო.

Yell Extreme park-ში სულ ხუთი ბილიკია – 135, 200, 268, 375 და 750 მეტრის სიგრძის. გაფრენის დროს მიწის ზედაპირამდე ყველაზე მაღალი წერტილი – 300 მეტზეა.

ზიპლაინი – Yell Extreme park-ში მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი საქმიანობაა. დროთა განმავლობაში პროექტი გაფართოვდა, და ახლა არის პარაპლანით გაფრენის საშუალება, მთის ველოსპორტი, არის თოკების პარკი წინაღობებით, Off road ტურები ძნელად სავალ  გზებზე, ცხენებით გასეირნება, პეინტბოლი, ზორბინკი – საგანგებო გამჭვირვალე ბურთით გორაკიდან ქვემოთ ას მეტრზე დაშვება, და პარკის თანამშრომლების ბოლო განხორციელებული ფანტაზია – „ვია ფერატა“.

ეს კლდეზე მოწყობილი მარშრუტია, რომელიც მის მთელ სიგრძეზე გავლის საშუალებას იძლევა. კლდე დაკიდებულია, და შენს თვლწინ გადაშლილი უფსკრულის ერთმა შეხედვამაც კი, შეიძლება, შუა გზაში შეჩერება გაიძულოს.

„არიან ადამიანები, რომლებსაც თვიდან მოსინჯვაც კი არ სურთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ძნელი მხოლოდ პირველად არის. პირველი მცდელობის შემდეგ ისინი სულ სხვა ადამიანები ხდებიან, აზრი ეცვლებათ“.

ოვსეპი გზის ყველაზე მაღლ წერტილში დგას და თვისი სამსახურის შესახებ ჰყვება. ამბობს, რომ თავს სწორედ აქ გრძნობს თავისუფლად, კლდეზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე მარშრუტს გადის, ამ საქმიანობის მიმართ გულგრილი მაინც არ არის:

„ჩემთვის კლდეზე სიარული მოსაწყენი არ არის, და ვერც იმას ვიტყვი, რომ მივეჩვიე. ყოველთვის არის რღაც ინტერესი, რადგან ახალი ადამიანები მოდიან სხვადასხვა ემოციებით. ვცდილობთ, ყველაფერში საერთო ენა გამოვნახოთ და მათთან ისე ვიმუშაოთ. სხვადასხვანაირი ადამიანები ყოფილან. ისეთებიც კი, ვინც ტიროდა და პატარა ნაბიჯებით ცდილობდა წინააღმდეგობების გადალახვას. ჩვენ მათ ვარწმუნებთ, ვეხმარებით. ჩვენთან ჯერ არ ყოფილა, რომ ადამიანი ბოლომდე არ მისულიყო“.  

ოვსეპის ცხოვრების ისტორია, Yell Extreme park-ისთვის კლასიკურია. ის იჯევანიდან არის, მეზობელი ქალაქიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოზე მოწყობა ვერ შეძლო და გამგზავრებაზე ფიქრობდა. თუმცა, პარკში მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდა, და ოვსეპმა დათანხმება გადაწყვიტა:

„ახლა სამსახურის მოძებნა რთულია, და ბევრი ახალგაზარდა მიემგზავრება. მე კი ჩემთვის ახლობელი საქმიანობა მოვძებნე და აქ დავრჩი. ეს სამუშაო ძალიან მომწონს. გამოსასვლელ დღეებშიც კი ზოგჯერ მაინც მოვდივარ, რადგან ეს ყველაფერი მენატრება“.

პარკში სულ დაახლოებით ოცდაათი ადამიანი მუშაობს. უმრავლესობა – ქალაქ იჯევანისა და ახლო-მახლო სოფლების მაცხოვრებელია;  უმეტესად ახალგაზრდა ვაჟები არიან, რომლებსაც რუსულად და ინგლისურად საუბარი შეუძლიათ. პარკის მფლობელები თანამშრომლების რიცხვის 50-მდე გაზრდას გეგმავენ.

დავიდი ასევე იჯევანში დაიბადა. ერთხანს ის მოსკოვში ცხოვრობდა, პარიკმახერად მუშაობდა:

„სომხეთში სწორედ ამ სამუშაოს გამო დავბრუნდი. ეს საქმე ძალიან მომწონს, და მოსკოვში რომც დავბრუნდე, ვიცი, რომ სწორედ ამ სფეროში ვიმუშავებ. მე ექსტრიმი მომწონს, და აქ რომ არ ვმუშაობდე, წელიწადში რამდენჯერმე მაინ აქ ვივლიდი“.  

მაგრამ დავიდს, ალბათ, გამგზავრება არ მოუწევს. ეს პროექტი ეს-ესაა იქოქება. 2015 წელს, როდესაც პარკი ახალი გახსნილი იყო, იქ 1200 ადამიანი ჩავიდა. ერთ წელიწადში ამ მაჩვენებელმა 6 ათასს მიაღწია, 2017 წელს კი – უკვე 14 ათასს. წელს 21 ათასი ადამიანის ჩასვლას ვარაუდობენ.

მფლობელები იმედოვნებენ, რომ 2022 წელს მათი პარკის მომსახურებით 100 ათასი ადამიანი ისარგებლებს. ამისთვის 2017 წელს პროექტში 2,5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. გრძელვადიან პერსპექტივაში აქ საბაგირო გზის გაყვანა და მცირე ავიაციის განვითარება იგეგმება:

„წინა წლებთან შედარებით, სოფელში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა: მაცხოვრებლებისთვის  უზრუნველყოფილია მუდმივი საქმიანობა. თავის მხრივ, ენაკავანის განვითარების ფონდი რეგულარულად უწევს ორგანიზებას უცხო ენების კურსებს, სოფლის მაცხოვრებლებისთვის მომსახურების სფეროში ტრენინგებს ატარებს. ტურიზმის განვითარების პარალელურად, სოფლებს შორის სავალი გზები და ტურისტულ ცენტრებამდე მიმავალი გზა პერიოდულად რემონტდება“, – ამბობს პარკის თანადამაარსებელი ტიგრან ჩიბუხიანი”.    

ენოკავანი დღეს უკვე არამხოლოდ სომხეთში, არამედ რეგიონშიც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. პარკის გარდა, აქ სასტუმროები და სასტუმროს ტიპის სახლები გაჩნდა, ტურისტების ნაკადი მულტიპლიკაციურ ეფექტს ახდენს: იხსნება მაღაზიები, გვარდება ინფრასტრუქტურული საკითხები.

“ლიდია გეორგიევნა მობილევსკაია მოსკოვიდან. ის დამსახურებული მასწავლებელია, ისევე როგორც მისი ვაჟი, რომელთან ერთადაც ის ჩამოვიდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიმაღლე. სიმაღლე და  ირგვლივ მთები. ეს ჩვენთვის უცხოა. ჩვენთან ეს არ არის. აქ ბევრი მთაა, და ეს ადამიანში სიმამაცესა და დიდებულებას აღვიძებს. შინაგანი დიდებულება იღვიძებს. იმის შეგრძნება, რომ რომ ადამიანი ხარ – და ეს ამაყად ჟღერს“.  

არაჩვეულებრივი პეიზაჟები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს იზიდავს. რუსეთის გარდა, ენოკავანში ხშირად ჩადიან ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, ჩინეთიდან და დასავლეთი ევროპიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებს შეუძლიათ თავიანთ  სამშობლოში იშრომონ და იცხოვრონ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ