აზერბაიჯანში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ახალ სახლებს აშენებენ
ქალაქ შემაჰაში იმ ადამიანებისთვის, ვინც მიწისძვრით დაზარალდა, მრავალბინიან სახლს აშენებენ [ბაქოს ჩრდილო-დასავლეთისკენ 130 კილომეტრში]. ოთხსართულიან შენობაში 44 ბინა იქნება.
• მიწისძვრა სომხეთში – 30 წლის შემდეგ
• პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში
დაახლოებით 5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა 5 თებერვალს ღამით მოხდა. დაზიანდა რამდენიმე ასეული სახლი. 200-ზე მეტი სახლი ავარიულ მდგომარეობაში ჩავარდა, და სპეციალურმა კომისიამ მათი დანგრევა გადაწყვიტა.
იმ მომენტიდან გასული ერთი თვის განმავლობაში ზოგიერთი სახლი უკვე აღდგენილია ან თავიდან აშენებული, – წერს საინფორმაციო სააგენტო აზერტაჯი. ამ სახლებში ადამიანების შესახლება 8 მარტს დაიწყება. თუ როდის აშენდება ბოლომდე მრავალბინიანი სახლი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.