სპეციალისტებმა იციან, როგორ უნდა ავირიდოთ კვებითი ინტოქსიკაცია" />

10 რჩევა სადღესასწაულო სუფრის მოყვარულებს

სპეციალისტებმა იციან, როგორ უნდა ავირიდოთ კვებითი ინტოქსიკაცია

იმისათვის, რომ ახალი წლის საზეიმო ატმოსფერო ინყოქსიკაციასთან დაკავშირებულ კოშმარად არ იქცეს, რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წესი უნდა გავითვალისწინოთ. მათ, ვისაც მდიდრულ, ბარაქიან სუფრასთან უყვარს ახალი წლის აღნიშვნა, უხარია, როდესაც სტუმრებს ორიგინალური მენიუთი აოცებს, და თან ინტოქსიკაციის დიაგნოზის მქონე პაციენტების რიგების შევსება არ სურს, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, ნუნე ბაკუნცის რჩევებს ვთავაზობთ:

  • პროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის პირობებსა და ვადებს. შეძენის შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში და ნუ გამოიყენებთ იმ შემთხვევაში, თუკი შენახვის პერიოდში გაუვა ვადა;
  • პროდუქტები მაღაზიებში იყიდეთ, და არა ქუჩის დახლებზე. ყურადღება მიაქციეთ  შენაძენის ფერსა და სუნს; არის თუ არა პროდუქტი დაზიანებული და აქვს თუ არა მითითებული მოხმარების ვადა;
  • დაიცავით სისუფთავე სამზარეულოში. ხშირად რეცხეთ ჭურჭელი სპეციალური სარეცხი საშუალებებით, ან თბილი, საპნიანი წყლით. კერძის მომზადებისას დანა ან კოვზი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ ხოლმე. სხვადასხვა კერძს ერთი და იმავე კოვზით ნუ მოურევთ;
  • ნუ შეინახავთ უმ პროდუქტებს წყალში, ან ორთქლზე მოხარშულ საკვებთან ერთად;
  • არ დაგავიწყდეთ, რომ მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა 2-3 საათია და საჭმელი მაცივარში უნდა ინახებოდეს. ამიტომ თითოეული კერძი მცირე რაოდენობით მოამზადეთ – იმდენი, რამდენის მირთმევასაც შეძლებთ. დაიმახსოვრეთ, რომ კერძის გაცხელება მხოლოდ ერთხელ შეიძლება;
  • დიდხანს არ დატოვოთ მაგიდაზე ის კერძები, რომლებიც მაიონეზს, ან არაჟანს შეიცავს.  იგივე შეიძლება ითქვას თევზეულზე, ძეხვებზე, ხორცსა და პურ-ფუნთუშეულზე. სახლის სითბოში ეს საჭმელი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაფუჭდეს. ამიტომ, მზა კერძები მაცივარში შეინახეთ. თხილისა და კანფეტის შენახვა საჭირო არ არის, რადგან ამ ტიპის პროდუქტებისთვის შენახვის სპეციალური პირობები არ არის საჭირო.
  • ცხიმიანი სოუსები კერძს მხოლოდ უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ დაამატეთ ხოლმე;
  • კერძები სწორი თანმიმდევრობით მიირთვით. მაგალითად, არ დაგავიწყდეთ, რომ არ ღირს ორცხობილებისა და ნამცხვრების ჭამა ხიზილალის შემდეგ.
  • მორიდეთ საეჭვო გარეგნობის პროდუქტებსა და გაურკვეველი წარმომავლობის სანელებლებს, ხელოვნურ, არაორგანული დანამატებით გაჯერებულ ბრჭყვიალა საკაზმებსა და სათამაშოებს;
  • არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელი დღესასწაულია, და არა კონკურსი, რომლის მონაწილეებსაც ძალიან ბევრი საჭმლის შთანთქმა ევალებათ.

გამოქვეყნდა:  04.01.2017

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ