ბაქოს ერთ-ერთ ბიზნესცენტრში ხანძარი გაჩნდა
ნარიმან ნარიმანოვის სახელობის მეტროსადგურის მახლობლად მდებარე ექვსსართულიან სავაჭრო ცენტრ AFEN Plaza-ს სახურავს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო მანქანების მობილიზება მოხდა. მეხანძრეები შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაციას ახდენენ და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. აალების მიზეზებს საგანგებო საქმეთა სამინისტრო იძიებს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=BmoXvB_WYvU