ბოინგის შვიდი თვითმფრინავი “აზერბაიჯანული ავიახაზებისთვის"
დახურულმა სააქციო საზოგადოებამ „აზერბაიჯანის ავიახაზები” (AZAL) კორპორაცია Boeing-თან ხელი მოაწერა შეთანხმებას B787-8 Dreamliner-ის მოდელის ხუთი და B747-8F-ის (ან B777F-ის) მოდელის ორი თვითმფრინავის შეძენის შესახებ.
ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ახალი თვითმფრინავების შესაძენად „AZAL”-ი 1,9 მილიარდ დოლარს გადაიხდის. კომპანია თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, 2019-2020 წლებში მიიღებს.
AZAL-ის პრეზიდენტი ჯახანგირ ასკეროვი:
“787 Dreamliner-ის მოდელის დამატებითი თვითმფრინავების შეკვეთის გადაწყვეტილება არსებითად გააფართოვებს ჩვენი კომპანიის შესაძლებლობებს – ახალი თვითმფრინავების შეძენა ფრენების გეოგრაფიას გაზრდის და მგზარვრთა მზარდ ნაკადთან გამკლავების საშუალებას მოგვცემს”.
ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი:
“აზრი არ აქვს ამდენი ფულის ხარჯვას იმ კომპანიისათვის, რომელიც ასე ცუდად იმართება – რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ხელშეკრულება დასავლეთისათვის „ქრთამის მიცემის კულტურულ ფორმას“ წარმოადგენს”.
ეკონომისტი თოღრულ მაშალლი:
«AZAL ცდილობს, „განახლებული“ კომპანიის იმიჯი შეიქმნას და ამიტომ სიამაყით აცხადებს, რომ მისი თვითმფრინავის პარკი ძალიან „ახალგაზრდაა“. ამ კომპანიის თვითმფრინავების საშუალო „ასაკი“ 9,5 წელია. სკუთარი „ლოუკოსტერებისთვისაც“ კი ახალი თვითმფრინავები იყიდეს – მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ასე არავინ იქცევა.
რაც შეეხება განახლების ასეთი „სტრატეგიის“ შედეგებს, ბილეთების ფასები ან გაიზრდება, ან ძველ ნიშნულზე დარჩება».
- აზერბაიჯანული ავიაკომპანიის საერთო სამარშრუტო ქსელი 25 ქვეყნის 40 პუნქტს მოიცავს.
- 2016 წელს აზერბაიჯანის ავიახაზებმა ორ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.
- AZAL-ი Boeing 787 Dreamliner-ის, Boeing 767-ისა და Boeing 757-ის მოდელის ავიახომალდებს იყენებს, ამას გარდა, ავიაგადამზიდის რეისები Airbus 340-ის, Airbus 320-ის, Airbus 319-სა და Embraer 190-ის მოდელის თვითმფრინავებით ხორციელდება. მთლიანობაში კომპანიის ავიაპარკი 25 თვითმფრინავისგან შედგება.